კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Amazon-ი SpaceX-ის Starlink-ს კონკურენციას გაუწევს

ტექნოლოგია ციფრული
Amazon-ი SpaceX-ის Starlink-ს კონკურენციას გაუწევს

აშშ-ის კავშირგაბმულობის კომისიამ (FCC) Amazon-ს პროექტი Kuiper-ის ფარგლებში 3236 თანამგზავრის ორბიტაზე გაშვების ნებართვა მისცა, რაც გლობალური სატელიტური მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სერვისის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამ გადაწყვეტილებით, Amazon-ი კონკურენციას გაუწევს SpaceX-ს, რომელმაც Starlink-ის გაშვება უკვე დაიწყო.

„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ Kuiper-ის განაცხადის დაკმაყოფილება ხელს შეუწყობს ინტერნეტის განვითარებას. გაშვებული სისტემა მომხმარებლებს, ბიზნესებს, სახელმწიფოებსა და საწარმოებს მაღალსიჩქარიან სერვისს მიაწვდის“, – განაცხადა FCC-ის მდივანმა მარლენ დორტჩმა.

განაცხადის თანახმად, კომპანია თანამგზავრების თანავარსკვლავედს დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაუშვებს. პროცესი ხუთ ეტაპად განხორციელდება. ინტერნეტზე წვდომას 578 თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანის შემდეგ გვპირდებიან.

სისტემა გამოიყენებს Ka დიაპაზონის სიხშირეებს, რომელიც განკუთვნილია „ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირისთვის სოფლად და ძნელად მისადგომ ადგილებში“, ასევე „მაღალი წარმადობის სერვისებისთვის მობილური ფართოზოლოვანი კავშირის უზრუნველსაყოფად საფრენი აპარატებისთვის, გემებისა და სახმელეთო ტრანსპორტისთვის“.

Amazon-მა აღნიშნა, რომ პროექტში 10 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

კომენტარები