კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Intel 7 ნანომეტრიან პროცესორებს 2022 წლამდე ვერ გამოუშვებს

ტექნოლოგია ციფრული
Intel 7 ნანომეტრიან პროცესორებს 2022 წლამდე ვერ გამოუშვებს

კომპანია Intel-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიურ პროცესზე აგებულ პირველ პროცესორებს 2022 წლამდე ვერ გამოუშვებს. ეს მაშინ, როდესაც კონკურენტმა AMD-მ 7-ნანომეტრიანი ჩიპები უკვე გასულ წელს გამოუშვა. თავდაპირველად, 7-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვება 2021 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა წარმოების პროცესი გადაიდო და ახალი ჩიპები ბაზარზე შესაძლოა 2023 წლამდეც კი არ გამოჩნდეს. რაც უფრო მცირეა ნანომეტრული მაჩვენებელი ტექნოლოგიურ პროცესში, მით მეტი ტრანზისტორი თავსდება ჩიპზე. ყველა მწარმოებელი ცდილობს ამ მაჩვენებლის შემცირებას, რადგანაც ეს ფაქტორი განსაზღვრავს წარმადობასა და ენერგოეფექტურობას. შედარებისთვის, AMD-მ პირველი 7-ნანომეტრიანი პროცესორები ჯერ კიდევ გასულ წელს წარადგინა, ხოლო NVIDIA-ს უკვე აქვს ამ ტექნოლოგიით დამზადებული ვიდეო ბარათები. წლის ბოლომდე Intel მხოლოდ 10-ნანომეტრიან პროცესორებს წარადგენს ნოუთბუქებისთვის, რომლებშიც ახალი ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი - Intel Xe იქნება გამოყენებული. Intel Xe დისკრეტული ვიდეო ბარათების სახითაც გამოვა.

კომენტარები