კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის გამოსვლის შემდეგ სახელმა “ალექსა” მკვეთრად დაკარგა პოპულარობა

საზოგადოება განათლება
Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის გამოსვლის შემდეგ სახელმა “ალექსა” მკვეთრად დაკარგა პოპულარობა

მშობლები სულ უფრო იშვიათად არქმევენ საკუთარ ახალშობილებს სახელს „ალექსა“ მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს Amazon-მა ამავე სახელწოდების ხმოვანი ასისტენტი გამოუშვა. როდესაც 7 წლის წინ Amazon-მა Alexa გამოუშვა, ამან სახელის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, მოკლე დროში მშობლებმა უარი თქვეს მის გამოყენებაზე, რადგან ის უფრო მეტად მორჩილებასთან ასოცირდებოდა, თითქოს ისინი საკუთარ ვირტუალურ ასისტენტს ბრძანებებს აძლევდნენ. „ალექსა არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი სახელისა, რომელიც სტაბილურად პოპულარული იყო და პოპულარობის პიკიდან დაეცა“, - ამბობს ლაურა ვატენბერგი, ვებგვერდ Namerology-ის დამფუძნებელი, რომელიც სახელების დარქმევის ტენდენციებს იკვლევს. ვატენბერგმა ანალოგიური მაგალითებიც მოიყვანა, როდესაც სახელების პოპულარობა იკლებდა მას შემდეგ, რაც მათ შტორმებისა და სხვა სტიქიური უბედურებების სახელწოდებებად იყენებდნენ (კატარინა, ბეტსი, კამილა და ა.შ.). მან ასევე აღნიშნა, რომ სახელი „ჰილარი“, რომელიც 1980-იან წლებში მოდაში იყო, პოპულარობა სწრაფად დაკარგა მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონი აშშ-ის პირველი ლედი გახდა. ვებგვერდ Voicebot.ai-ის დამფუძნებელმა, ბრეტ კინსელმა, ხმოვანი ასისტენტების ინდუსტრიის მონაცემების ანალიზი გააკეთა და განაცხადა, რომ Alexa-ს გამოჩენიდან 3 წელიწადში ვირტუალურ ასისტენტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. დღეისათვის, 90 მილიონზე მეტი ზრდასრული ამერიკელი ჭკვიან დინამიკებს სახლის პირობებში იყენებს. 2018 წელს ამერიკელი ახალშობილების რიცხვი, რომლებსაც ეს სახელი დაარქვეს, საგრძნობლად შემცირდა. ანალოგიური ტენდენცია 2016 წელს დიდ ბრიტანეთში, ხოლო 2017 წელს კანადაშიც დაფიქსირდა. ექსპერტების განცხადებით, დასავლურ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის მხოლოდ Amazon-მა გადაწყვიტა პოპულარული სახელი გამოეყენებინა ქალის ხმისთვის, რომელიც ბრძანებებს ასრულებს. სხვა კომპანიები თავს არიდებენ გავრცელებული სახელების გამოყენებას. Google-ის ასისტენტს უბრალოდ კომპანიის სახელი, Google, დაარქვეს, ხოლო Microsoft-მა იშვიათი სახელი, Cortana, შეარჩია. Apple-ის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ანალოგიური შედეგი აჩვენა. სახელი „Siri“ პოპულარული არ იყო მანამ, სანამ მათ 10 წლის წინ ხმოვანი ასისტენტი არ გამოუშვეს. მას შემდეგ ამ სახელის პოპულარობა კიდევ უფრო შემცირდა. 2010-2020 წლებში ამ სახელით დარქმეული ბავშვების რაოდენობა 111-დან 10-მდე შემცირდა. „ჩვენ არ ვფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე ატარებენ ამ სახელებს, თუმცა მათ ცხოვრებაზე გავლენა რეალურია“, - ამბობს ფილიპ კოენი, მერილენდის უნივერსიტეტის სოციოლოგი კოლეჯ-პარკიდან. ბოლო 50 წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში 127 ათას გოგონას დაარქვეს სახელი „ალექსა“, ხოლო მათგან 75 ათასზე მეტი 18 წელზე უმცროსია. პრესაში უკვე საუბრობენ სკოლებში ბულინგის შემთხვევებზე. კითხვაზე, განიხილავს თუ არა კომპანია Alexa-ს სახელის შეცვლას, Amazon-ის წარმომადგენელმა მხოლოდ შემდეგი განაცხადა: „ბულინგის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და ჩვენ მას მკაცრად ვგმობთ“. აღსანიშნავია, რომ რუსული კომპანიებიც პოპულარულ სახელებს იყენებენ ხმოვანი ასისტენტებისთვის. 2017 წელს Yandex-მა რუსეთში პირველად გამოუშვა ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი „ალისა“, ხოლო 2018 წელს მისით აღჭურვილი ჭკვიანი დინამიკები. 2019 წელს Mail.ru Group-მა მობილური ხმოვანი ასისტენტი „მარუსია“ წარადგინა. აღნიშნულ ფაქტს ამ სახელების პოპულარობაზე გავლენა არ მოუხდენია და სახელი „მარია“ კვლავ ტოპ-სახელების სიაში რჩება, ხოლო სახელი „ალისა“ უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ადრე იყო. ეს სახელები რუსეთში, შესაბამისად, მე-3 და მე-4 ადგილებზე არიან.

კომენტარები