Apple-მა სარჩელი შეიტანა კომპანია Mobile Star LLC-ის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ისინი Apple-ის ტექნიკის ყალბ დამტენებსა და კაბელებს აწარმოებენ. საჩივრის თანახმად, კუპერტინომ ბოლო 9 თვის განმავლობაში შეიძინა და შეამოწმა 100-ზე მეტი Lightning კაბელი და დამტენი, რომელთა ეტიკეტზეც აღნიშნული იყო “Fulfilled by Amazon”. შედეგად, აღმოჩნდა, რომ დამტენების 90%-ზე მეტი ყალბი იყო. შედეგად, ირკვევა, რომ Apple-ის აქსესუარების უმეტესობა ყალბია, რაც მყიდველების ნდობას აზიანებს Amazon-ის შეთავაზებების მიმართ. როდესაც Apple-მა ამის შესახებ Amazon-ს აცნობა, პასუხად მიიღო ინფორმაცია, რომ საიტზე განთავსებული დამტენების უმრავლესობა Mobile Star LLC-ის წარმოებულია. მოგეხსენებათ, არასერტიფიცირებული კაბელები და დამტენები არ გადის სამომხმარებლო უსაფრთხოების სპეციალურ ტესტირებას და შესაძლოა ტექნიკის აალებაც კი გამოიწვიოს. ტიმ კუკის კომპანია სასამართლოსგან სპეციალურ სანქციებს ითხოვს, რაც ყალბი აქსესუარების განადგურებას და მათი მომავალში გაყიდვიდან ამოღებას გულისხმობს. Amazon-ის განცხადებით, ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ მათ ონლაინ მაღაზიაში კონტრაფაქციული საქონელი არ იყიდებოდეს და ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობენ მწარმოებლებთან. კომპანია ასევე გვპირდება აგრესიულ და დროულ რეაგირებას მომავალშიც.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს