კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ახალ Amazon Fire TV Stick-ს Alexa-ს ხმოვანი მართვა დაემატა

ტექნოლოგია ციფრული
ახალ Amazon Fire TV Stick-ს Alexa-ს ხმოვანი მართვა დაემატა

კომპანია „ამაზონის“ განცხადებით, შემოდგომის ბოლოსთვის ახალი სტრიმინგ მედია ფლეერი გამოვა, რაც კონკურენტების მსგავსი ნაბიჯია, რომლებიც ასევე ამზადებენ ახალ ბოქსებსა და სტიკებს. ახალ Amazon Fire TV Stick-ს ექნება ოთხბირთვიანი პროცესორი წინა ვერსიის ორბირთვიანის ნაცვლად, გაუმჯობესებული 802.11ac MIMO Wi-Fi ქსელების მხარდაჭერა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი “Alexa”-ს მართვის პულტი. ეს უკანასკნელი ხმოვანი ბრძანებებით არა მხოლოდ ძიებას, არამედ სხვადასხვა მოქმედების შესრულებასაც შეძლებს. ახალ Fire TV Stick-ს 4K ვიდეოს მხარდაჭერა არ ექნება, რაც Amazon-ის Fire TV Box-ისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა მოწყობილობა სერვისის 7000-მდე HD არხს მოიცავს, რისთვისაც სტიკის ტექნიკური მახასიათებლები სავსებით საკმარისი იქნება. მოწყობილობის ფასი წინა მოდელის იდენტურია და 40 დოლარს შეადგენს, თუმცა კომპლექტაციაში უკვე შედის ხმოვანი პულტი, რომელიც ადრე ცალკე 10 დოლარი ღირდა. „ამაზონი“ იუწყება, რომ პროდუქტი ოქტომბრის ბოლოდან გაიყიდება და ბონუსის სახით, ყველა ახალ მყიდველს 65 დოლარის ოდენობის კრედიტი დაერიცხება, რომლის გამოყენება ციფრული კონტენტის შესაძენად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები