სანამ Intel მობილური პროცესორების განახლებაზეა ორიენტირებული, AMD-ის ყურადღება სამაგიდო სეგმენტზე, პერსონალურ კომპიუტერებზეა მიმართული. ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ HP-სა და Lenovo-ს მე-7 თაობის სამაგიდო პროცესორების მიწოდება დაიწყო. ეს პროცესორები Excavator-ის სერიის ოთხბირთვიან არქიტექტურაზეა აგებული და ენერგიის ყოველ ვატზე საკმაოდ მაღალ წარმადობას გვთავაზობს. მწარმოებლის განცხადებით, მისი 35 და 65-ვატიანი პროცესორები იგივე წარმადობას აღწევს, რასაც წინა თაობის 90-ვატიანი მოდელები. ისეთივე სწრაფია, როგორც Intel Core i5-6500 და ინტეგრირებული გრაფიკის თვალსაზრისით თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია. ტესტებმა აჩვენა, რომ ვიზუალურ წარმადობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. DirectX 12-ის მხარდაჭერით, პროცესორებს 4K ვიდეოს H.264 და H.265 ფორმატებში აპარატურული დეკოდირება შეუძლიათ, რაც სისტემას მნიშვნელოვნად განტვირთავს, განსაკუთრებით Ultra HD ფილმების ყურებისას. ენერგოეფექტურობა ყოველთვის AMD-ის ძლიერი მხარე იყო და გასაკვირი არ არის, რომ მისმა ახალმა პროცესორებმა შესანიშნავი მაჩვენებლები აჩვენეს. თუ ჯერ კიდევ ეძებთ მაღალი დონის Intel Core i5 და i7 ჩიპებს მძლავრი სამაგიდო კომპიუტერისთვის, ურიგო არ იქნება მე-7 თაობის AMD-ის პროცესორებსაც გადახედოთ, რომლებიც AM4 პლატფორმისთვისაა განკუთვნილი და USB 3.1-ისა და NVMe SSD-ის მხარდაჭერა აქვთ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს