კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ამაზონი თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას იწყებს

ეკონომიკა ბიზნესი
ამაზონი თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას იწყებს

ამაზონმა თანამშრომელთა გათავისუფლება დაიწყო. კომპანია გეგმავს კორპორატიული და ტექნოლოგიური პოზიციებიდან დაახლოებით 10 000 თანამშრომლის გათავისუფლებას, - წერს სააგენტო Reuters კომპანიის წყაროზე დაყრდნობით. თანამდებობიდან გათავისუფლება ამ კვირიდან ამოქმედდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ ნაბიჯს არასტაბილური ეკონომიკური ვითარების გამო დგამს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ კომპანიას აწუხებს. მენეჯმენტმა თანამშრომლებს ორთვიანი ვადა მისცა, რათა კომპანიაში სხვა როლი მოეძებნათ ან სამსახურიდან წასულიყვნენ. შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში Meta Platforms Inc.-მაც განაცხადა თანამშრომელთა მასშტაბური შემცირების შესახებ. კომპანია ხარჯების შემცირების მიზნით 11 000 ადამიანის, ანუ მისი სამუშაო ძალის 13%-ის გათავისუფლებას გეგმავს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Twitter-მაც, მას შემდეგ რაც კომპანია ილონ მასკმა შეიძინა. თავდაპირველად ახალი მფლობელი თანამშრომლების 75%-ის გათავისუფლებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მხოლოდ 50%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა. ამასთან, მან აკრძალა დისტანციური მუშაობა და გააუქმა პანდემიის პერიოდში თანამშრომლებისთვის დაწესებული დამატებითი დასვენების დღეები.

კომენტარები