ნოემბერში Apple-მა წარმოადგინა საკუთარი ARM პროცესორი M1 Mac კომპიუტერებისთვის, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი წარმადობით. სხვა მწარმოებლებმაც დაიწყეს მუშაობა მსგავს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ARM ჩიპები პერსონალური კომპიუტერებისთვის მხოლოდ Qualcomm-ს აქვს და ისინი შესამჩნევად ჩამორჩებიან Apple M1-ს. ძალიან მალე სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, კომპანია AMD უკვე მუშაობს საკუთარ ARM პროცესორზე, რომელიც შესაძლოა Apple M1-ის რეალური კონკურენტი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაცია მწირია, მაგრამ წყარო ირწმუნება, რომ AMD-ს უკვე აქვს ჩიპის ორი ვარიანტის პროტოტიპი, რომელთაგან ერთ-ერთს ინტეგრირებული ოპერატიული მეხსიერება აქვს. "AMD-ის M1-ის კონკურენტი პროტოტიპირების სტადიაშია, ერთი ვერსია ინტეგრირებული ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო მეორე მის გარეშე. ის თითქმის მზად არის, მაგრამ - ჩემი აზრით - გაჟონვა სულ რამდენიმე დღის წინანდელია, ჩიპი არ ვიცი" - თქვა Mauri QHD-მ (@MauriQHD) 2020 წლის 28 ნოემბერს. ვარაუდობენ, რომ AMD-ის ARM პროცესორი თითქმის მზადაა, თუმცა უცნობია, როდის მოხდება მისი წარდგენა. თუ ჭორები გამართლდება, პრეზენტაციის უახლოესი მოსალოდნელი თარიღია 2021 წლის იანვარი, CES 2021 გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ 6 წლის წინ AMD უკვე მუშაობდა ARM პროცესორ K12-ზე, რომელიც ახალი ტიპის მოწყობილობებისთვის იყო განკუთვნილი. პროცესი დიდხანს გაგრძელდა და კომპანიამ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა. არ არის გამორიცხული, რომ AMD-მ განაახლა ამ პროექტზე მუშაობა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს