კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

AMD-ის Radeon RX 6000 სერიის ვიდეო ბარათები ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად ბრუნდება

ტექნოლოგია ციფრული
AMD-ის Radeon RX 6000 სერიის ვიდეო ბარათები ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად ბრუნდება

დიდი მოლოდინი დასრულდა და AMD-მ წარმოადგინა სამი Radeon RX 6000 ხაზის ვიდეო ბარათი, რომლებიც კონკურენციას NVIDIA RTX 3000 სერიას გაუწევენ. პირველად წარადგინეს მოდელი RX 6800 XT, რომელიც 649$ ღირს და ის უფრო მძლავრია, ვიდრე RTX 3080. RX 6800, რომლის ფასი 579$ იქნება, შეესაბამება NVIDIA RTX 2080 Ti ან RTX 3070 მოდელებს. და ბოლოს, სერიის ფლაგმანი გახდა RX 6900 XT, რომლის ფასი 999$ იქნება და უტოლდება RTX 3090 მოდელს. სამივე ვიდეო ბარათი დაფუძნებულია უახლეს AMD RDNA 2 არქიტექტურაზე, რომელიც ასევე გამოიყენება ახალი თაობის კონსოლებში Xbox Series X და PlayStation 5. სამივე სიახლეს აქვს Raytracing-ის მხარდაჭერა აპარატული აჩქარებით და AMD გვპირდება, რომ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს 4K და 1440p გეიმინგში.

Radeon RX 6800 XT, რომლის ფასი 649$ იქნება, თამაშებში წარმადობით შესაბამისი იქნება RTX 3080-ის შესაძლებლობებთან. ვიდეო ბარათს აქვს 16 გიგაბაიტი GDDR6 ოპერატიული მეხსიერება, საბაზისო ტაქტური სიხშირე 2015 მეგაჰერცი, ტურბო სიხშირე 2250 მეგაჰერცი და 72 გამოთვლითი ბლოკი. კომპანიის ტესტების თანახმად, 4K-ში Radeon RX 680 XT უფრო წარმადია, ვიდრე RTX 3080 ისეთ თამაშებში, როგორიცაა Battlefield V, Borderlands 3, Call of Duty: Modern Warfare და Forza Horizon 4. სხვა პროექტებში, მათ შორის Shadow of the Tomb Raider, Gears 5 და Doom Eternal, წარმადობა კონკურენტთან მიმართებაში ერთ დონეზეა. თუ ეს შედეგები გავრცელდება თამაშების უფრო ფართო სპექტრზე, შეიძლება ითქვას, რომ Radeon RX 6800 XT ნამდვილად შეიძლება გახდეს 4K გეიმერების რეალური არჩევანი. 1440p გარჩევადობისას შედეგები ერთმანეთთან ახლოსაა. რა თქმა უნდა, საბოლოო დასკვნის გამოსატანად საჭიროა ვიდეო ბარათის რეალურ პირობებში ტესტირება. თუმცა ჩანს, რომ AMD-მ შეძლო შეექმნა გრაფიკული პროცესორი, რომელსაც NVIDIA-ს კონკურენცია შეუძლია. საინტერესოა, რომ ამ ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება 20 ვატით ნაკლებია და 300 ვატს შეადგენს.

Radeon RX 6800 - შემდეგი არის RX 6800, რომელიც 579$ ეღირება და ის NVIDIA RTX 2080 Ti-ზე უკეთესია, როგორც 4K, ასევე 1440p გეიმინგში. გრაფიკულ პროცესორს აქვს 60 გამოთვლითი ბლოკი, 1815 მეგაჰერცი საბაზისო და 2105 მეგაჰერცი სიხშირე ტურბო რეჟიმში და, რა თქმა უნდა, 16 გიგაბაიტი GDDR6 ოპერატიული მეხსიერება. საინტერესოა, რომ ენერგომოხმარებით Radeon RX 6800 250 ვატიანია, რაც 10 ვატით ნაკლებია კონკურენტზე. AMD-მ არ შეადარა სიახლე RTX 3070-ს, ამიტომაც რეალურ ტესტებამდე ჯერ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ვიდეო ბარათი კარგად გამოიყურება 1440p გეიმინგისთვის.

Radeon RX 6900 XT და ბოლოს, ფლაგმანი AMD Radeon RX 6900 XT – ის 999$ ეღირება და მისი წარმადობა RTX 3090-ს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-ს ბარათი 8K გეიმინგს უმიზნებს, 24 გიგაბაიტი ვიდეო მეხსიერება მისით უფრო RTX Titan-ის ჩანაცვლებაზე მიუთითებს, რომელიც დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი. AMD-მ არ გაზარდა მეხსიერება და მასაც 16 გიგაბაიტი GDDR6 მოდულები აქვს, რაც მოწყობილობის ღირებულებაზე დადებითად აისახა. ვიდეო ბარათი Radeon RX 6900 XT აღჭურვილია 80 გამოთვლითი ბლოკით, 2015 მეგაჰერცი საბაზისო და 2250 ტურბო სიხშირით. სიახლე უფრო მძლავრია, ვიდრე RTX 3090 ისეთ თამაშებში, როგორიცაა Battlefield V, Forza Horizon 4 და Gears 5. სხვა პროექტებში წარმადობა თანაბარია ან ოდნავ ნაკლები.

უფრო დეტალურად ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, სამივე ვიდეო ბარათი აწყობილია ტრადიციული დიზაინით და იკავებს 2.5 დიუმიან სლოტს დედაპლატაზე, აქვს ჩვეულებრივი გაგრილების სისტემა სამი ქულერით. კონკურენტისგან განსხვავებით, AMD-მ არ შეამცირა პლატის ზომა და არ იყენებს 12 კონტაქტიან კვების კონექტორს. სამივე ვიდეო ბარათს აქვს 16 გიგაბაიტი ვიდეო მეხსიერება GDDR6, რაც უფრო მეტია, ვიდრე RTX 3070-ს (8 GB) და RTX 3080-ს (10 GB), მაგრამ ნაკლებია, ვიდრე RTX 3090-ს (24 GB). აღსანიშნავია, რომ RTX 3080 და 3090 იყენებენ უფრო სწრაფ GDDR6X მოდულებს და ეს მაშინ, როცა AMD არ გადავიდა უფრო ძვირადღირებულ მოდულებზე უფრო მეტი ენერგომოხმარებით. ამის ნაცვლად, AMD-მ ეფექტურობა გაზარდა Infinity Cache ტექნოლოგიის საშუალებით. თამაშები 4K გარჩევადობით მოითხოვენ მაღალ გამტარუნარიანობას და AMD-ს იმედი აქვს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას უფრო დიდი კეშით შეძლებს და არ დასჭირდება GDDR6X-ის გამოყენება. AMD იყენებს მაღალსიჩქარიან 128 მეგაბაიტიან კეშ-მეხსიერებას, რომელიც დაფუძნებულია პროცესორის L3 კეშის ტექნოლოგიაზე და ასევე გამოიყენება Zen 3 არქიტექტურაში. მოსალოდნელია, რომ მისი წყალობით ორჯერ მეტი გამტარუნარიანობა იქნება მიღწეული. ასე და ამგვარად, ყველა ახალი ვიდეო ბარათი შეძლებს უფრო ეფექტურად გადასცეს მონაცემები გრაფიკულ კონვეიერში და უფრო მეტ წარმადობას მიაღწევს ენერგომოხამრების გაზრდის გარეშე.

ყველა ვიდეო ბარათი დაფუძნებულია AMD RDNA 2 არქიტექტურაზე და მათ აქვთ Microsoft DirectX 12 Ultimate API-ს სრული მხარდაჭერა, მათ შორის DirectStorage, აპარატული RayTracing და Variable Rate Shading. ასევე არის Rage Mode-ის მხარდაჭერა ვიდეო ბარათების მარტივი და სტაბილური ოვერქლოქინგისთვის. DLSS-ის ანალოგი AMD-ისგან - AMD გვპირდება, რომ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს 4K გეიმინგში, თუმცა მათ ჯერ კიდევ არ აქვთ DLSS ტექნოლოგიის ანალოგი. სუპერსემპლინგის ტექნოლოგია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და ამით რადიკალურად აუმჯობესებს გრაფიკულ შესაძლებლობებს თამაშში სულ რაღაც ერთი პარამეტრის გააქტიურებით. ამ მიმართულებითაც არ მოგვიწევს დიდხანს ლოდინი, რადგანაც AMD უკვე მუშაობს სუპერსემპლინგზე და გვპირდება, რომ ტექნოლოგია იქნება ღია და კროსპლატფორმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალი თაობის კონსოლებზეც გააქტიურდება. AMD თანამშრომლობს მთელ რიგ კომპანიებთან და ინდუსტრიისგან კარგ მხარდაჭერას მოელის, თუმცა ეს ფუნქცია გაყიდვების დაწყებისთვის მზად არ იქნება.

გაყიდვები - AMD Radeon RX 6800 XT და RX 6800 გაყიდვაში 18 ნოემბრიდან შემოვა, ხოლო ფლაგმანი Radeon RX 6900 XT 8 დეკემბერს გახდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები