AMD-მ CES 2023-ზე წარმოადგინა ახალი Ryzen 7040 სერიის ლეპტოპის პროცესორები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ M1 Pro ჩიპს და ჯერ არ გამოსულ M2 Pro-ს. ფლაგმანურ AMD Ryzen 9 7940HS პროცესორს აქვს 8 ბირთვი, 16 ნაკადი და 5.2 გჰც სიხშირე. კომპანიის განცხადებით, ის 30%-ით უფრო სწრაფია ვიდრე M1 Pro. მრავალბირთვიანი დატვირთვების დროს, Ryzen 9 7940HS 34%-ით უფრო სწრაფია ვიდრე M1 Pro და 20%-ით უფრო სწრაფია M2-თან შედარებით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ დატვირთვებში. AMD-ს არ დაუკონკრეტებია შედეგები M1 Max-ისა და Ultra-ს წინააღმდეგ. Ryzen 7040 სერიის ყველა პროცესორი დამზადებულია 4 ნმ პროცესის ტექნოლოგიით. კომპანია ირწმუნება, რომ Ryzen 7040 ულტრაბუქები ვიდეოს დაკვრისას 30 საათამდე იმუშავებს. Ryzen 7040 ჩიპები ლეპტოპების მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომი 2023 წლის მარტში გახდება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს