SIGGRAPH 2017 კონფერენციაზე AMD-მ Radeon RX Vega-ს სამი რედაქცია წარადგინა: Radeon RX Vega 64 Liquid Cooled Edition, Radeon RX Vega 64 და Radeon Vega 56. ღონისძიებაზე კომპანიამ ფლაგმანური სერიის დეტალები და გაყიდვების ვადები გაასაჯაროვა. ვიდეო დაფების სამივე მოდელმა მიიღო სამ-სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.0 პორტი. ვიდეო დაფები კვების ბლოკს ორი რვა პინიანი კაბელით უკავშირდება და აღჭურვილია შუქდიოდური დატვირთვის ინდიკატორით, რომლის ფერების შეცვლაც შესაძლებელია. Radeon RX Vega სერიის ვიდეო დაფები გაყიდვაში 14 აგვისტოდან გამოვა.
AMD Radeon RX Vega 64 Liquid Cooled Edition სერიაში ყველაზე წარმადია. ამ მოდელს 8 გიგაბაიტიანი HBM2 მეხსიერება, 484 გიგაბიტი/წმ გამტარობით, 64 გამომთვლელი ბლოკი და 4 096 ნაკადიანი პროცესორი აქვს. ბირთვის მუშა სიხშირე 1 400 მეგაჰერცია, ხოლო Boost რეჟიმში 1 677 მეგაჰერცამდე იზრდება. ნომინალური ენერგომოხმარება 345 ვატია, ხოლო წარმადობა 13,7 ტერაფლოპსი. Radeon RX Vega 64 Liquid Cooled Edition-ის ფასი 699 დოლარია.
AMD Radeon RX Vega 64 საბაზისო მოდელია და ჩვეულებრივი ვენტილატორებით გრილდება. მაღაზიებში ის მეტალის და პლასტმასის კორპუსით გაიყიდება. ბარათს 64 გამომთვლელი ბლოკი და 4096 ნაკადიანი პროცესორი აქვს. HBM2 მეხსიერების გამტარობა 484 გიგაბიტი წამშია, ხოლო ნომინალური ენერგომოხმარება 295 ვატს შეადგენს. ბირთვის სიხშირე 1 247 მეგაჰერციაა და Boost რეჟიმში 1 546 მეგაჰერცამდე იზრდება. Radeon RX Vega 64 – 499 დოლარი ეღირება.
AMD Radeon RX Vega 56 ვიდეო დაფა ასევე ვენტილატორებით გრილდება და სერიაში ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია. მასაც 8 გიგაბაიტი HBM2 მეხსიერება აქვს, თუმცა უფრო დაბალი - 410 გიგაბიტი გამტარობით. RX Vega 64-ისგან განსხვავებით, მას 56 გამოთვლითი ბლოკი და 3 584 ნაკადი აქვს, ხოლო ნომინალური ენერგომოხმარება 210 ვატია. Radeon RX Vega 56 – 399 დოლარი ეღირება.
როგორც კომპანია AMD აცხადებს, სიახლე Nvidia GTX 1080-ის დონისაა და ზოგიერთ თამაშში კონკურენტსაც კი უსწრებს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს