კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

AMD Ryzen 3: Zen 2 ბიუჯეტურ სეგმენტში

ტექნოლოგია ციფრული
AMD Ryzen 3: Zen 2 ბიუჯეტურ სეგმენტში

AMD-ის დესკტოპ პროცესორების ხაზს ორი ახალი Ryzen 3 პროცესორი - 3100 და 3300X - შეემატა, რომლებიც საშუალო დონის სათამაშო და სამუშაო კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიამ ასევე წარმოადგინა ახალი AMD B550 ჩიპსეტი, რომელიც საშუალო ფასის სეგმენტის დედაპლატებისთვისაა გათვლილი. ახალი პროცესორებით AMD-მ თანამედროვე Zen 2 არქიტექტურა ბიუჯეტურ სეგმენტში შემოიტანა. Ryzen 3 3100 და 3300X პროცესორები 7-ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიური პროცესით არის დამზადებული. თითოეულ მათგანს ოთხი ბირთვი აქვს, რომლებიც 8 ნაკადად არის გაყოფილი. მონაცემებით ისინი იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ტაქტურ სიხშირეში და მისი გაზრდის პოტენციალშია. AMD აცხადებს, რომ ახალი ჩიპები კონკურენტ პლატფორმაზე 20%-ით უფრო მძლავრია თამაშებში და 75%-ით გრაფიკულ აპლიკაციებში. კონკურენტ პლატფორმად Intel Core i3-9100 არის დასახელებული, რომელიც ფასითაც შესაბამისია. AMD Ryzen 3 3100 / 3300X-ის ტექნიკური მახასიათებლები: 4 ბირთვი და 8 ნაკადი TDP — 65 ვატი ტაქტური სიხშირე (სტანდარტული და გაზრდილი) — 3.6 და 3.9 გჰც / 3.8 და 4.3 გჰც კეშ-მეხსიერება — 18 მბ სოკეტი — AM4. დამატებით წარადგინეს ახალი AMD B550 ჩიპსეტი, რომელიც არც ისე ძვირადღირებული დედაპლატებისთვისაა განკუთვნილი - მათ ექნებათ ახალი Ryzen 3 პროცესორების მხარდაჭერა. ჩიპსეტის მთავარი სიახლეა PCIe 4.0-ის მხარდაჭერა, რაც სხვა კომპონენტებისთვის გამტარუნარიანობას ორმაგად ზრდის. AMD B550 ჩიპსეტზე დაფუძნებული დედაპლატები 16 ივნისიდან გამოვა გაყიდვაში და მათ ASUS, ASRock, GIGABYTE, MSI და სხვა პარტნიორი კომპანიები აწარმოებენ. პროცესორების შეძენა მაისიდან იქნება შესაძლებელი. Ryzen 3 3100-ის ფასი 99 აშშ დოლარი იქნება, ხოლო უფროსი მოდელის, Ryzen 3 3300X-ის - 120 აშშ დოლარი.

კომენტარები