კომპანია AMD-მ პირველად Computex 2017-ზე ახალი 16-ბირთვიანი პროცესორი Ryzen Threadripper წარადგინა. პრეზენტაციაზე დემონსტრირებული იყო მისი შესაძლებლობები თამაშებსა და ტესტებში. AMD-ის ახალი პროცესორის შესაძლებლობების დემონსტრაცია წარმოადგენს ერთგვარ პასუხს Intel Core i9-ზე, რომელიც სამშაბათს იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ Intel-ის ახალ პროცესორს 18 ბირთვი აქვს, რაც 2-ით მეტია Threadripper-ზე, თუმცა ამის საპასუხოდ AMD-ის პროცესორი 44 PCIe ხაზის ნაცვლად 64-ს მიიღებს, რომელთაგან ოთხი პროცესორსა და დედაპლატას შორის კავშირისთვის იქნება გამოყენებული. Threadripper მონაცემთა დამუშავების მრავალნაკადიან ტექნოლოგიას ფლობს და ოთხარხიანი DDR4 მეხსიერების კონტროლერი აქვს. ასე გამოიყურება ახალი 16-ბირთვიანი პროცესორი AMD Ryzen Threadripper მასთან ერთად წარმოდგენილ 4-ბირთვიან მობილურ ჩიპთან Ryzen Mobile-თან ერთად. ფასები და გამოშვების თარიღი პრეზენტაციაზე არ გამოცხადებულა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს