ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე დროებით მოიხსნა. სენატმა რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს.
კანონპროექტმა სენატში 54 ხმით 46-ის წინააღმდეგ გაიმარჯვა. მას მხარი დაუჭირა ორმა დემოკრატმა და თითქმის ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა. კანონი ძალაში შესასვლელად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევის შუაღამემდე უნდა მოაწეროს ხელი.
გადამწყვეტი კენჭისყრა მანამდე გაიმართა, როდესაც სენატის დემოკრატებმა, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პროცედურულ საკითხზე კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს წინსვლის საშუალება მისცეს. სენატის უმცირესობის ლიდერი, დემოკრატი ჩაკ შუმერი და ცხრა სხვა დემოკრატი კოლეგებს გამოეყო და კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი.
საბოლოო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა ორმა დემოკრატმა - სენატორმა ჟანა შაჰინმა და დამოუკიდებელმა სენატორმა ანგუს კინგმა მეინიდან. შუმერმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
შუმერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის წინსვლის უფლებას მისცემდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი მისთვის სასურველი არ იყო, მთავრობის მუშაობის შეჩერება უარეს შედეგს გამოიღებდა.
კანონპროექტის მიღება ტრამპისა და კონგრესის რესპუბლიკელებისთვის გამარჯვებაა. ტრამპმა შუმერის გადაწყვეტილება შეაქო და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიუღებლობა ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნებოდა, ხოლო დამტკიცება ახალ სიმაღლეებზე აგვიყვანდა.
კანონმდებლობა ძირითადად შეინარჩუნებს დაფინანსების იმ დონეებს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, თუმცა გარკვეული ცვლილებებით. კერძოდ, სამხედრო ხარჯები 6 მილიარდი დოლარით იზრდება, რომელიც მოხმარდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, ვეტერანთა ჯანდაცვა და სამხედრო ხარჯები. ამასთან, არასამხედრო დაფინანსება დაახლოებით 13 მილიარდი დოლარით შემცირდება.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს