ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა გუნდმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მომხდარი გაუგებრობის გამო. კლუბმა, ყოფილი ფეხბურთელის პატივსაცემად, მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივის მიგება გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელი ცოცხალი იყო.
კარჯალის "არდამ" პეტკო განჩევის ხსოვნას პატივი მიაგო საკვირაო ლიგის თამაშის წინ, ლევსკი სოფიასთან. ორივე გუნდი მოედნის ცენტრში განლაგდა და თავები დახარა განჩევის პატივსაცემად.
თუმცა, თამაშის დასრულებამდე, "არდამ" თავის Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მათ არასწორი ინფორმაცია მიიღეს.
"პფკ არდას" ხელმძღვანელობა დიდ ბოდიშს უხდის "არდას" ყოფილ ფეხბურთელს, პეტკო განჩევს და მის ახლობლებს, მას შემდეგ, რაც კლუბმა არასწორი ინფორმაცია მიიღო მისი გარდაცვალების შესახებ," - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. "ჩვენ ვუსურვებთ პეტკო განჩევს მრავალ წელს ჯანმრთელობას და "არდას" წარმატებებით ტკბობას."
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს