კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

დასაქმებული დედის სუპერძალები: როგორ ხდებიან ისინი სასურველი კანდიდატები

საზოგადოება განათლება
დასაქმებული დედის სუპერძალები: როგორ ხდებიან ისინი სასურველი კანდიდატები

ათწლეულების განმავლობაში საზოგადოება სკეპტიკურად იყო განწყობილი დასაქმებული დედების მიმართ. მათ ხშირად მიიჩნევდნენ არასასურველ კანდიდატებად, ვინაიდან არსებობდა მოსაზრება, რომ დედების ინტერესები კარიერის ნაცვლად პირადულზე იქნებოდა კონცენტრირებული, რაც კომპანიისთვის პრობლემებს შექმნიდა. „მომუშავე დედა“ აღიქმებოდა ნიშნად იმისა, რომ ქალი ვერც ერთ როლს ვერ უმკლავდებოდა სრულფასოვნად. თუმცა, 2025 წლისთვის ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა და ახალი ხედვა დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც, დედობა, პირიქით, პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს. დღეს ქალები თამამად აცხადებენ, რომ შესაძლებელია ორივე სფეროში წარმატების მიღწევა, ხოლო ბიზნესები დაინტერესებულნი არიან, პოზიციონირდნენ, როგორც დედების დამსაქმებლები.

პერსპექტივის ამგვარმა ცვლილებამ ბიზნესი უფრო მეტად გააცნობიერა იმ გამოწვევების მიმართ, რომლებსაც დასაქმებული მშობლები აწყდებიან. კომპანიებმა დაიწყეს იმ უნარ-ჩვევების აღიარება, რომლებიც დედებს უვითარდებათ - ესენია: გამძლეობა, მრავალდავალებების შესრულების უნარი, ემოციური ინტელექტი, სტრესულ გარემოში მუშაობის და დროის მართვის უნარი. სწორედ ეს თვისებებია საჭირო ყველა დამსაქმებლისთვის. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ, რა სუპერძალებს ფლობენ დედები და როგორ ეხმარებათ ეს მათ სამუშაო პროცესში.

პირველი, ეს არის მრავალმხრივობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დედები მულტიტასკერები არიან. ჰკითხეთ ნებისმიერ მომუშავე დედას, როგორია მისი დილა და მოისმენთ ისტორიებს საუზმის მომზადების, ლანჩის შეფუთვის, სასკოლო ჩანთების დალაგებისა და სამუშაო წერილებზე პასუხის გაცემის შესახებ, თანაც ეს ყველაფერი დილის 9:00 საათამდე ხდება. რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი ძალიან საჭირო და იშვიათი თვისებაა. სამუშაო სივრცეში ეს უნარი პროექტების მართვაში, გუნდების ხელმძღვანელობასა და ვადების დაცვაში გამოიხატება.

დროის მენეჯმენტი - როდესაც დედა ხარ, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. აღარ გაქვს ფუფუნება, საქმე გადადო ან ზედმეტი დრო დაკარგო რაიმეზე. დედებმა იციან პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, რაც საქმეების ეფექტურად და დროულად შესრულებას უწყობს ხელს. ეს არის ოქროს უნარი კორპორაციულ გარემოში, სადაც ყოველი წუთი ფინანსურ ღირებულებას ატარებს.

ემოციური ინტელექტი - ბავშვის აღზრდა დიდ ემოციურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. ის მოითხოვს მოთმინებას, აზრის სწორად და ჯანსაღად გამოხატვას, სიტყვების შერჩევას, თანაგრძნობას და სხვა. ყველა ეს თვისება სამუშაო სივრცეში კოლეგებთან მყარ ურთიერთობებში, გუნდის უკეთეს დინამიკასა და ლიდერულ უნარებში გამოიხატება.

გამძლეობა - მშობლობა გამოწვევებითაა სავსე. დაწყებული უძილო ღამეებით, დამთავრებული სტრესულ პირობებში მუშაობით, რაც მათ გაცილებით გამძლეს ხდის. ეს ძალა ფასდაუდებელია სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარუმატებლობას, ცვლილებებს ან რთულ პროექტებს აწყდებით.

არ არის საჭირო ყოყმანი, რათა დედა თანამშრომლად აიყვანოთ. უკვე ბევრ სტატიასა თუ კვლევაში წაიკითხავთ, რომ ბიზნესის წარმომადგენლები მზად არიან, უყოყმანოდ აიყვანონ შვილიანი ქალი. „ისინი მაშინაც კი დაესწრებიან შეხვედრას, როცა ძალიან დაღლილები არიან“ – ვკითხულობთ ერთ-ერთ გამოცემაში. დამსაქმებლებმა ასევე უნდა იმუშაონ შესაბამისი გარემოს შექმნაზე დედებისთვის: თუ საქმიანობა ამის საშუალებას იძლევა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი შესთავაზონ, განახორციელონ მენტორობის პროგრამები და ხელი შეუწყონ მხარდამჭერი კულტურის ჩამოყალიბებას. მაგალითად, თუ კარგად მომუშავე, წესიერი თანამშრომელი ერთხელ დააგვიანებს სამსახურში იმის გამო, რომ ბავშვი დროულად ვერ მიიყვანა ბაღში, მას არ უნდა შეექმნას დანაშაულის გრძნობა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაა და მისი პრობლემები თქვენთვის უმნიშვნელოა. ხოლო, თუ თქვენ ხართ დედა, რომელიც ფიქრობს, რომ ოჯახური პირობების გამო სხვა ქალებთან შედარებით ნაკლები შანსი გაქვთ, იცოდეთ, რომ თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში შეიცვალა და თქვენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლიათ ნებისმიერ სამუშაო გარემოში.

კომენტარები