კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

“ფაბერი” – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის

ეკონომიკა ბიზნესი
“ფაბერი” – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის

ანანო დოლაბერიძე საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია “სოციალური შოპინგი”. ესაა ონლაინ პლატფორმები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი. ასეთი აპლიკაციებია, მაგალითად, Vestiaire Collective საფრანგეთში, Depop ბრიტანეთში, Poshmark – ამერიკაში… მარკეტერი ანანო დოლაბერიძე მეორე კურსზე იყო, როდესაც Depop-ის შესახებ გაიგო და მსგავსი ქართული აპლიკაციის შექმნის სურვილი გაუჩნდა. თუმცა, ოცნება ოცნებად დარჩა, სანამ დიდი ხნის შემდეგ, 2018 წელს, მეგობარმა, გიორგი ჩუგოშვილმა არ დაურეკა და არ შესთავაზა მსგავსი პლატფორმის შექმნა. ასე დაიწყო Phubber -ზე მუშაობა – მობილურ აპლიკაციაზე, სადაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. “აპლიკაციის იდეა არის ის, რომ ადამიანმა შეძლოს გაყიდოს ის სამოსი, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადა და აღარ სჭირდება, მეორე მხრივ კი, შეძლოს ასეთივე ნივთების შეძენა. მოდა მუდმივად იცვლება და თუკი რაიმე ძალიან კლასიკურს არ ყიდულობ, ასეთი შენაძენები ხშირად ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში გადადის ხოლმე” – ამბობს Phubber-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ანანო დოლაბერიძე. “ფაბერის” გუნდი მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით არ შემოიფარგლა და სპეციალური დეპარტამენტები შექმნა… M: დეპარტამენტებში რა იგულისხმება? მაგალითად, გვაქვს ქართველი დიზაინერების დეპარტამენტი – ქართველი დიზაინერების პროდუქცია საკმაოდ ძვირი ღირს და ყველას არ აქვს მათი შეძენის საშუალება, თუმცა, მოთხოვნა ძალიან დიდია. ამიტომ, სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის, ქართველი დიზაინერები, ამ დეპარტამენტში განათავსებენ ძველ კოლექციებს 70%-იანი ფასდაკლებით. შემდეგი დეპარტამენტია “აუთლეტები”. ესააბ დეპარტამენტი მათთვის, ვისაც სიარული და იქ სასურველი პროდუქტის ძიება ვისაც ეზარება. ჩვენ მოველაპარაკეთ რამდენიმე მაღაზიას, მათ შორის Retail Group Georgia-ს, რომელიც წარმოადგენს ბრენდებს Banana Republic, GAP, Marks&Spencer. გაგვიმართლა, რადგან ვისთანაც ვსაუბრობდით, იმ ბრენდებმა თავიდანვე ირწმუნეს ამ იდეის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. რომ არა ეს ადამიანები, მოტივაცია არ გვექნებოდა. გვაქვს კომუნიკაცია “რონიკოსთან”, რომელმაც “ფაბერისთვის” დაადგინა სპეციალური ფასები. უახლოეს მომავალში, კიდევ დაგვემატება რამდენიმე მაღაზია. დიდი სურვილი გვაქვს შემოვიტანოთ Adidas, Nike… გვაქვს “ვინტაჟის” დეპარტამენტი. ვინტაჟური ტანსაცმელი მთელს მსოფლიოში ტრენდულია. საქართველოში ასეთი მაღაზიების ნაკლებობაა. აღმოვაჩინეთ ახალგაზრდები, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით უკვე ყიდიან ასეთი ტიპის პროდუქციას. დავუკავშირდით და მუშაობის პროცესი გავუმარტივეთ. კიდევ ერთი დეპარტამენტია “luxury” მიმართულებით. მაგალითად, ადამიანმა იყიდა “პრადას” ჩანთა, გადაიხადა 3000 ლარი და ახლა ყიდის. ანუ, უშუალოდ, “luxury” ბრენდები ვისაც აინტერესებს, პირდაპირ ამ დეპარტამენტში შევა, სადაც მხოლოდ ორიგინალი ბრენდების ნახვა შეეძლება. M: რა პრინციპით არჩევთ, რომელ მომხმარებელთან ითანამშრომლოთ? დეპარტამენტში არსებული მომხმარებლები არიან ავტორიზებულები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მათ ვენდობით და მათთგან კარგი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლები არიან ინფლუენსერებიც და ისინიც, ვისაც არ ჰყავთ ბევრი მიმდევარი, მაგრამ აქვს კარგი გემოვნება. “ფაბერში”, გარდა აუთლეტებისა და ქართველი დიზაინერებისა, ყველა ადამიანს აქვს საშუალება, მოხვდეს დეპარტამენტში, გახდეს ავტორიზებული მომხმარებელი და ჰქონდეს შემოსავალი. M: Phubber, როგორც ფულის გამომუშავების საშუალება… ჯერ მარკეტინგული კომუნიკაცია არც დაგვიწყია და უკვე სამ დღეში სამიათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. პირადად მე, როგორც მომხმარებელმა, ზუსტად ორ დღეში გამოვიმუშავე 520 ლარი. რეალურად, ძალიან კარგი საშუალებაა სტუდენტებისთვისის, ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვისაც დამატებითი შემოსავალი აინტერესებს. თუ გაქვს გემოვნება, ხედვა და ერკვევი ტენდენციებში, შეგიძლია ეს შემოსავლის წყაროდ აქციო. M: რა გამოარჩევს აპლიკაციას? ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ აპლიკაცია მომხმარებელზეა მორგებული. მაქსიმალურად ვეცადეთ, ინტერფეისი ყოფილიყო ისეთი, როგორსაც ინტერნეტ მომხმარებლის თვალი და ხელია მიჩვეული. მომხმარებელმა ძალიან ბევრ რამეს მიგვახვედრა. თავიდან ვიყავით ორგიგაბაიტიან სერვერზე და ორ დღეში რვაგიგაბაიტიანზე მოგვიწია გადასვლა, მოთხოვნიდან გამომდინარე. აპლიკაციას ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვაახლებთ. აპლიკაცია საშუალებას გაძლევს, აირიდო შენთვის უინტერესო პოსტები და არ შეგაწუხოს ზედმეტმა ინფორმაციას. ამავდროულად, Phubber-ში შეგიძლიათ გამოიწეროთ კონკრეტული ბრენდი და მასზე სრულ ინფორმაციაზე გქონდეთ წვდომა. დეპარტამენტების თავში გამოჩნდება ე.წ. New-In, სადაც ახალი ადამიანების დათვალიერებაც იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება “რევიუები”. შეფასება დაიწერება, რა მდგომარეობაში იყო პროდუქტი, რამდენად კმაყოფილია, რამდენად დროულად მიიღო და ა.შ. რევიუების სისტემითაც შევძლებთ წავახალისოთ მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა დეპარტამენტებში გადავიყვანთ. M: როგორია სერვისის მუშაობის მექანიზმი? სერვისი ასე მუშაობს: გაყიდა მომხმარებელმა ნივთი, მომენტალურად ხდება ნივთის გამყიდველთან კომუნიკაცია, მასთან მიდის კურიერი, მოაქვს ნივთი ჩვენს ოფისში, ნივთი გადის ხარისხის კონტროლს, კერძოდ, უნდა შეესაბამებოდეს ფოტოზე არსებულ პროდუქტს, უნდა ემთხვეოდეს აღწერას და დაცული იყოს ჰიგიენური ნორმები. შემოწმების შემდეგ, ნივთი იფუთება და მიდის მომხმარებელთან. ჩვენ გვაქვს express delivery, ამდენად, ნივთი მფლობელთან მომენტალურად იგზავნება. ძვირი ჯდება, მაგრამ გვირჩევნია მომხმარებლებს ხარისხი ვანახოთ. M: სახელზე ვისაუბროთ. რას ნიშნავს “ფაბერი”? სახელს რაც შეეხება, ძალიან დიდხანს ვიფქრობდი. არ მინდოდა სახელში ყოფილიყო “შოპ” ან რაიმე სტანდარტული. შემდეგ, გამახსენდა სიტყვა, რომელიც ჩემი ქმრის დისგან მოვისმინე დიდი ხნის წინ. ინგლისურის პედაგოგია და მახსოვს, იმეორებდა სლენგს Phubbing, რაც ასე ჩავინიშნე – “როცა ტელეფონში ვართ სულ”. სახელზე ფიქრისას, ამ ჩანაწერს წავაწყდი და მოვიდა Phubber-ის იდეა. თან მოკლეა და ქართულად კარგად ჟღერს. M: ვინ იმუშავა ბრენდინგზე? შემდეგ იყო ლოგო და ფერები. არ შემიძლია არ აღვნიშნო დიზაინ სააგენტო “პრაგმატიკა”. როდესაც სააგენტოს კრეატივის დირექტორს, თაკო ჭაბუკიანს, ვუამბე იდეის შესახებ, გაგვიკეთა ბრენდინგი და დღემდე გვერდში გვიდგას. ჩვენი ფერია ვარდისფერი, რაც ქართულ ბაზარს ძალიან აკლია. M: გუნდზეც ვისაუბროთ. ვინ ქმნის “ფაბერს”? თავიდან ვიყავით მე და გიორგი ჩუგოშვილი. კრეატიული ნაწილი მე მაბარია, ფინანსური – გიორგის. აპლიკაციაზე მუშაობისას, შემოგვიერთდა ჩვენი დეველოპერი გიორგი არეშიძე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და საკმაოდ რთული იყო ინტერნეტ კომუნიკაციის პირობებში შეექმნა “ფაბერი”. შემდეგ შემოგვიერთდა კესო ლელუაშვილი, რომელიც დღეს “ფაბერის” ბრენდის განვითარებას ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე, აგვყავს გუნდის წევრები კლიენტებთან მომსახურების მიმართულებით. M: სამომავლოდ… მალე, დავიწყებთ მარკეტინგულ კამპანიას. იგეგმება ბევრი სიახლე. ასევე, გვექნება პროექტი Seller Series, სადაც მკითხველს გავაცნობთ ჩვენთან წარმატებული სელერების ისტორიას, როგორ დაიწყეს, რა შემოსავალი აქვთ, გემოვნება და ა.შ.

კომენტარები