კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

„ფაზი“ – ონლაინ მაღაზია გონებრივი თამაშებისთვის

ეკონომიკა ვაჭრობა
„ფაზი“ – ონლაინ მაღაზია გონებრივი თამაშებისთვის

პანდემიის პერიოდი არაერთი ახალი ბიზნეს წამოწყების დასაწყისი გახდა. მათ შორის არის სათამაშოების ონლაინ მაღაზია „ფაზი“, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბიზნეს სივრცეს შეუერთდა. „ფაზი“ სათამაშოების ბრენდია, სადაც მომხმარებელს შეუძლია ონლაინ შეიძინოს ფაზლები (საბავშვო, დიდების და 3D ფაზლები), კონსტრუქტორები, ხის განმავითარებელი სათამაშოები და 60-ზე მეტი დასახელების სამაგიდო თამაში (4 წლიდან ზევით). ეს თამაშები როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს ეხმარება ტვინის ვარჯიშში და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორებიცაა: შემოქმედებითობა და წარმოსახვა, პრობლემისა და თავსატეხის ამოხსნა, წვრილი მოტორიკა, გუნდური თამაში და მუშაობა, ხელისა და თვალის კოორდინაცია, ვიზუალური მეხსიერება და კონცენტრაცია, მოთმინების უნარი და თვითშეფასება, მათემატიკური ლოგიკა და პრობლემის გადაჭრა, სივრცული ორიენტაცია.

კომპანიის შექმნის იდეა სახლში იძულებითი ყოფნით გამოწვეული სტრესის დაძლევის სურვილმა განაპირობა. პირველ რიგში, ეს ბავშვებსა და დისტანციურად მომუშავე მშობლების არცთუ მარტივ თანაცხოვრებას უკავშირდებოდა. მოგეხსენებათ, სახლში ჯდომა განსაკუთრებით რთულია ბავშვებისთვის, მშობლებისთვის კი არც ისე მარტივია მუშაობასთან ერთად ბავშვისთვის მუდმივი გასართობის შეთავაზება, რომელიც ამავდროულად მის განვითარებას შეუწყობს ხელს. კომპანიის დამფუძნებლებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ საჭირო იყო პროდუქტი ან პროდუქტების ნაკრები, რომელიც დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვის საშუალებას მისცემდა როგორც მშობლებს, ისე ბავშვებს დღის საინტერესოდ და პროდუქტიულად გატარებაში დაეხმარებოდა. შედეგად შეიქმნა „ფაზი“ – სათამაშოების ბრენდი, რომელიც დიდებსა თუ პატარებს სთავაზობს: ფაზლებს, 3D ფაზლებს, კონსტრუქტორებს, ხის განმავითარებელ სათამაშოებსა და სამაგიდო თამაშებს.

სოციალური ქსელით დაწყებულმა ბიზნესმა განვითარების მოკლე პერიოდში ონლაინ მაღაზია შექმნა, რომლის ასორტიმენტი მუდმივად განახლებადია და მრავალფეროვანი. ბრენდის თავდაპირველი მიმართულება ფაზლები იყო და სახელწოდებაც მარტივად შეირჩა, ლოგოზე და საკომუნიკაციო სტილზე კი კრეატიულმა სააგენტო „ბრენდითმა“ იმუშავა. როგორც „ფაზში“ აცხადებენ, მათი ბრენდი მომსახურებაზე და პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე აკეთებს აქცენტს. „მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ ბიზნესი მეტ პასუხისმგებლობას განიჭებს. საჭიროა მუდმივ კონტაქტზე იყო მომხმარებელთან, დროულად უპასუხო და დააკვალიანო საჭირო მიმართულებით. ჩვენთან გაწერილი სამუშაო გრაფიკი არ არსებობს, ვმუშაობთ მაშინ, როცა მომხმარებელს ვჭირდებით. ვცდილობთ, პროდუქცია მივაწოდოთ მაშინ, როცა მომხმარებელს ეს სურს“. სწორედ მომხმარებლის კმაყოფილებაზე აქცენტის გაკეთებით „ფაზმა“ უკვე ბევრი ლოიალური კლიენტი შეიძინა და ამბიციური გეგმებით განაგრძობს განვითარებას.

კომენტარები