ლონდონის "არსენალი" განიხილავს მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბის, ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერს. გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" შეეცდებიან გერმანელი ფეხბურთელის უფასოდ დამატებას, როდესაც მას კონტრაქტი ამოეწურება მიმდინარე ზაფხულს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ "არსენალის" ახალი სპორტული დირექტორი, ანდრეა ბერტა, პირველ ტრანსფერებად "ნიუკასლის" ნახევარმცველ ბრუნო გიმარაეშსა და "რეალ სოსიედადის" მოთამაშე მარტინ ზუბიმენდის მოიაზრებს. თუმცა, გიმარაეშით "ბარსელონაც" ინტერესდება.
"ლივერპული" აქტიურად აკვირდება ამსტერდამის "აიაქსის" მრავალმხრივ მარცხენა მცველს, იორელ ჰატოს, რომელსაც უკვე ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უარი მიიღო "ბარსელონასგან" ფრენკი დე იონგის თაობაზე შეთავაზებულ 57.8 მილიონ ფუნტ სტერლინგზე. კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ყველანაირად ცდილობს ფეხბურთელის შენარჩუნებას და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.
"ევერტონი" ზაფხულში "ნიუკასლიდან" შონ ლონგსტაფის დამატებას განიხილავს. "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" კი ლევერკუზენის "ბაიერის" გარემარბით, ჯერემი ფრიმპონგით არიან დაინტერესებულნი.
გარდა ამისა, "ევერტონი" თვალს ადევნებს "ტოტენჰემის" ისრაელელ ნახევარმცველ მანორ სოლომონს, რომელიც ამჟამად "ლიდსშია" განათხოვრებული. ლევერკუზენის "ბაიერი" დარწმუნებულია, რომ ფლორიან ვირტცი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მიუხედავად მიუნხენის "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" მხრიდან არსებული ინტერესისა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს