არსებული ინფორმაციით, იუვენტუსმა გადაწყვიტა პიერ კალულუს მილანიდან სრულად გამოსყიდვა, სანაცვლოდ კი 14 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს გადაიხდის.
ფრანგი მცველი ბიანკონერიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში 3.3 მილიონი ევროს სანაცვლოდ იჯარით აიყვანა.
იუვენტუსსა და მილანს შორის შეთანხმება გამოსყიდვის ვარიანტსაც მოიცავდა, რომლის თანახმადაც ბიანკონერის 14 მილიონი ევროს და 3 მილიონი ევროს ბონუსების გადახდა მოუწევდა.
TMW-ის ცნობით, იუვენტუსმა სეზონის ბოლოს ამ თანხის გადახდა გადაწყვიტა, რაც კალულუს ამ სეზონში დადებითმა თამაშმა განაპირობა.
24 წლის კალულუმ იუვენტუსის მაისურით ამ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
გასულ ღამეს ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო იუვენტუსის 1-1 ფრედ დასრულებულ მატჩში რომასთან სტადიო ოლიმპიკოზე.
კალულუმ მილანის შემადგენლობაში 112 მატჩი ჩაატარა, სანამ გასული ზაფხული იუვენტუსში დროებით ტრანსფერზე გადავიდოდა.
ლიონის ყოფილ მცველს სერია A-ში 108 მატჩი აქვს ჩატარებული, გატანილი აქვს ოთხი გოლი და გაკეთებული აქვს ორი საგოლე გადაცემა.
უნივერსალური მცველი როსონერიმ და ბიანკონერიმ გამოიყენეს როგორც მარჯვენა მცველად, ასევე ცენტრალურ მცველად.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს