ყოფილი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა"-"იუვენტუსის" მატჩზე შენიშნეს, თუმცა მისმა აგენტებმა უარყვეს ინფორმაცია, თითქოს ის "რომას" სამწვრთნელო პოსტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდეს.
ჰოლანდიელი მწვრთნელი ტენ ჰაგი "რომასთან" 2025-26 წლების სეზონში კლაუდიო რანიერის შემცვლელად დანიშვნაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
გასულ ღამეს, მას შემდეგ რაც 55 წლის სპეციალისტი დედაქალაქში "რომასა" და "იუვენტუსის" საშინაო მატჩს დაესწრო, "ოლიმპიკოზე" ჰოლანდიელის შესაძლო დანიშვნის შესახებ ვარაუდები გავრცელდა.
ტენ ჰაგის აგენტები "რომასთან" მოლაპარაკებებს უარყოფენ "ოლიმპიკოზე" ვიზიტის შემდეგ
Calciomercato.com და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მწვრთნელის გარემოცვამ უარყო "ჯალოროსისთან" მოლაპარაკებები და განაცხადა, რომ ტენ ჰაგი დედაქალაქში "ჯალოროსის" მნიშვნელოვანი საშინაო თამაშის სანახავად ჩავიდა.
Gazzetta-ს ცნობით, ტენ ჰაგს "რომას" ფანებისთვის არ უპასუხია კითხვებზე იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მისი გუნდის შემდეგ მწვრთნელად დანიშვნა.
კლაუდიო რანიერის კონტრაქტი "რომასთან" მიმდინარე ივნისში იწურება, თუმცა 73 წლის სპეციალისტმა არაერთხელ განაცხადა, რომ კლუბში მუშაობას არ გააგრძელებს, თუმცა "ჯალოროსის" დაეხმარება იდეალური მემკვიდრის იდენტიფიცირებაში.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს