კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

მცირე ბიზნესის 5 ტრენდი 2020 წელს

ეკონომიკა ბიზნესი
მცირე ბიზნესის 5 ტრენდი 2020 წელს

თუ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია, თვალი ადევნოთ ტენდენციებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და მომსახურების სფეროებში. მართალია, ყველა ბიზნესი უნიკალურია, თუმცა არსებობს საერთო ტენდენციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენს ყველაზე და, ამავდროულად, მომხმარებელთა მოლოდინებსაც განსაზღვრავს. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ ამ ტენდენციების შესახებ. წარმოგიდგენთ 5 ტრენდს, რომლებიც 2020 წელს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მცირე ბიზნესის წარმატებაზე:

**საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს „მწვანე“ და სოციალურად პასუხისმგებელ ბიზნესს**

მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ პროდუქციის შეძენას ან თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომლებიც მდგრად და „მწვანე“ პოლიტიკას ატარებენ, ასევე, გამოირჩევიან სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით. Gallup-ის კვლევის თანახმად, განსაკუთრებით ამ ღირებულებებს იზიარებენ მილენიალები და Gen Z-ის წარმომადგენლები. ამიტომ, თუ თქვენი ბიზნესი ამ სეგმენტზეა ორიენტირებული, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ტენდენცია. კონკრეტულად კი:

* მაქსიმალურად გამოიყენეთ ადგილობრივი პროდუქცია. მაგალითად, თუ რესტორანი გაქვთ, შეიძინეთ ხორცი, ყველი, რძე და სხვა პროდუქტები ადგილობრივი ფერმერებისგან. * შეფუთვისთვის გამოიყენეთ გადამუშავებადი მასალები. * გამოიყენეთ ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები. * დაეხმარეთ და ხელი შეუწყვეთ „მწვანე“ მომწოდებლებსა და სერვისებს.

**მომხმარებელთა შეფასება, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია**

„ონლაინ“ შეფასებები ახალი ტენდენცია არ არის, თუმცა, 2020 წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მომხმარებელთა კეთილგანწყობის მოპოვების ერთადერთი გზა არის ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და რეალურად კარგი მომსახურების შეთავაზება. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ დადებით უკუკავშირს, რაც დღეს მცირე ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

**ტრადიციულმა ბიზნესმა ელექტრონული კომერციისგან უნდა აიღოს მაგალითი**

ელექტრონული კომერციის ხსენებისას, პირველ რიგში, ალბათ, Amazon გახსენდებათ. თუმცა, ამ შემთხვევაში სხვა რამ იგულისხმება. მაგალითად, თუ რესტორანი გაქვთ, შექმენით „ონლაინ“ მენიუ, ან განათავსეთ თქვენი კერძების ისტორიები ინტერნეტ პლატფორმაზე, ან უბრალოდ, საინტერესო ამბები მოუყევით მომხმარებლებს. სილამაზის სალონს შეუძლია „ონლაინ“ თავის მოვლის საშუალებების გაყიდვა და ა.შ.

**მცირე ბიზნესმა მობილური მარკეტინგი კრეატიულად უნდა გამოიყენოს**

მობილური მიმართულება 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენციაა. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენოთ:

* შექმენით აპლიკაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. მისი საშუალებით, მომხმარებლებს მიაწოდეთ სიახლეები თქვენი ბიზნესისა და პროდუქტების შესახებ. * მომხმარებელთა თანხმობის შემთხვევაში, გაუგზავნეთ SMS შეტყობინებები ახალი შეთავაზებების შესახებ. ეს ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტია. * ბევრი მომხმარებლისთვის მოსახერხებელია მობილური პლატფორმებით გადახდა, როგორებიცაა Google Wallet, Apple Pay, Visa Checkout და სხვა.

**სოციალურ მედიაში დომინანტი ლაივსტრიმები და „სთორები“ იქნება**

თუ აქამდე არ იყენებდით Facebook-ისა და Instagram-ის „სთორებს“ და ლაივსტრიმ ვიდეოებს, სოციალური მედიის მთავარ ტრენდს ჩამორჩით. ამ პლატფორმებზე მომხმარებელმა უნდა გიყუროთ და ნახოს თქვენი პროდუქტი. აქ დიდ ტექსტებს, როგორც წესი, აღარავინ კითხულობს. საკმარისია რამდენიმე სიტყვა - მოკლე აღწერა და დანარჩენი ვიზუალურად აჩვენოთ სტრიმინგ ვიდეოში ან „სთორიში“. დღეს ეს გაცილებით ეფექტურია. რაც შეეხება პლატფორმებს, რომლებიც სერიოზულ ნახვებსა და ჩართულობას მოგიტანთ, ესენია: Facebook, Instagram, YouTube, TikTok. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ პლატფორმას მხოლოდ მასზე მორგებული კონტენტი სჭირდება და ერთი უნივერსალური მიდგომა ყველასთვის ვერ იმუშავებს.

კომენტარები