მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იწყება შეხვედრების ახალი ციკლი სახელწოდებით „ხუთშაბათის შეხვედრები“. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ შეხვედრაზე კონკრეტული ინდუსტრიის სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ერთ სივრცეში, რათა იმსჯელონ ბიზნესის მართვის სპეციფიკურ საკითხებზე, როგორიცაა მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან ურთიერთობა და სხვა. ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიდა პროცესები, სპეციფიკა და ბაზრის მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის მრავალფეროვან საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება თვეში ერთხელ და პირველი შეხვედრა 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მონაწილეების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს