კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

YORK HOLDING GROUP: 2022 წლის შეჯამება

ეკონომიკა ბიზნესი
YORK HOLDING GROUP: 2022 წლის შეჯამება

York Towers არის York Holding Group-ში შემავალი კომპანია, რომლის შთამბეჭდავი წარმატების ისტორია 2016 წლიდან იწყება. ჰოლდინგში ასევე შედის კომპანია Zaha Construction, რომელიც ყველა დეველოპერულ პროექტს აპროექტებს და აშენებს. პანდემიის დასრულების შემდგომ, YHG-სთვის 2022 წელი მრავალი პროექტით, სიახლითა და ინოვაციით იყო დატვირთული. ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლე ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდარტებით რეორგანიზაციაა, რომელსაც მენეჯმენტმა KROY უწოდა. KROY იორკის შებრუნებული ვარიანტია და მოიცავს მართვისა და საოპერაციო პროცესების სრულ გარდაქმნას, მსოფლიოში აღიარებული მეთოდებისა და სტანდარტების შესაბამისად. ეს არის გლობალური სტანდარტი ისეთი მიმართულებებისთვის, როგორებიცაა კორპორატიული კულტურა, მარკეტინგი, გაყიდვები თუ მომსახურების პრინციპები. ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მიზანია დინამიური, თანამშრომლებზე ორიენტირებული და ინოვაციური ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, სადაც თანამშრომლები იგრძნობენ, რომ კომპანია აფასებს მათ უნიკალურობას და აქვთ შესაძლებლობა, აკეთონ ის საქმე, რაც მათ მართლაც უყვართ და აღნიშნული საქმის კეთებისას გამოიყენონ თავიანთი ძლიერი მხარეები. თანამშრომელთა განვითარება, მათ მოტივაციაზე ზრუნვა და პროდუქტიულობა, თავისთავად პირდაპირპროპორციულია ორგანიზაციის ეფექტურობისა. კიდევ ერთი სიახლე Lisi Perspective არის, რომელიც უნიკალური ნაგებობებისგან შემდგარი კომპლექსია ლისის ტბასთან ახლოს. პროექტი მოიცავს 8 პრემიუმ კლასის ვილას ქალაქის შესანიშნავი ხედებით. მისი ლოკაცია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დატკბეს ბუნებით, სუფთა ჰაერით, გაატაროს საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. საცხოვრებელი ფართის გარდა, ყველა ვილას გააჩნია საზაფხულო ზონა, დამხმარე სივრცეები და ადგილი პარკინგისთვის. საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ — პოსტ-კოვიდურ პერიოდში YHG-მა 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბათუმის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპლექსში, რომელსაც ბიანკა ბათუმი უწოდეს და „საინვესტიციო ვარსკვლავადაც“ მოიხსენიებენ. წლის ბოლოს კომპანიამ დუბაიში წარმომადგენლობითი ფილიალი გახსნა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავი ქონების შეძენას, სხვადასხვა იურიდიულ პროცედურას, მინდობილობებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას, საბანკო ტრანზაქციებსა თუ იურისტთან უშუალო კონსულტაციას. ამასთანავე, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. 2023 წელს YHG დიდი გეგმებითა და ახალი მიზნებით შეხვდება, რომლის დაგეგმვაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ახალი წლიდან პროექტების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და ახალი წარმომადგენლობითი ფილიალების გახსნა იგეგმება.

კომენტარები