მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება, სხვადასხვა უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა-გაყიდვა, ადამიანური ურთიერთობები კვლავ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსხვილ ინვესტიციებსა და უძრავ ქონებას ეხება. მართალია, არსებობენ მომხმარებლები, რომლებისთვისაც დისტანციური ურთიერთობა დისკომფორტს არ წარმოადგენს და პირიქით, მოსახერხებელი და კომფორტულიც კია, თუმცა, ზოგიერთი მათგანისთვის პირისპირ კომუნიკაციას კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
York Holding Group ინოვაციური და დინამიკური კომპანიაა, რომლის წარმატებული ისტორია 2016 წლიდან იღებს სათავეს. კომპანიისთვის მომხმარებელზე ზრუნვა და მათი კმაყოფილება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. York Holding Group ქმნის გარემოს, სადაც მომხმარებელს უადვილდება არჩევანის გაკეთება და ინვესტირება, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას.
YHG-მა ახლახან გახსნა დუბაის ფილიალი, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და ინოვაციური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად, ჰოლდინგი ოპერირებს სამ კონტინენტზე, რვა ქვეყანაში და თბილისისა და ბათუმის ოფისების გარდა, ცხრა წარმომადგენლობით ოფისს მართავს.
უცხოელი ინვესტორებისთვის ახალი წარმომადგენლობითი ოფისები მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავი ქონების შეძენის პროცესს, სხვადასხვა იურიდიულ პროცედურას, მინდობილობებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას, საბანკო ტრანზაქციებსა და იურისტებთან პირდაპირ კონსულტაციებს. დუბაის ლოკაცია ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი საქართველოში უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და გადამწყვეტ გავლენას ახდენს პოსტპანდემიურ ბიზნეს გარემოზე. „ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უფრო მასშტაბური პროექტები დავსახოთ და მეტი ადამიანი დავასაქმოთ“ — აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
2021 წლის მონაცემებით, უძრავ ქონებაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები მთლიანი FDI-ის 9%-ს შეადგენდა. 2022 წლის პირველ ორ კვარტალში კი, უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა. York Holding Group-მა 6 წლის განმავლობაში 20 პროექტი განახორციელა, 1000-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი და 450-მდე დასაქმებული ჰყავს, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციებმა 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს პროცესები დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს