კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

„ქვიქშიპერი“: გადახდებისა და მიწოდების გამარტივება ბიზნესისთვის

ეკონომიკა ბიზნესი
„ქვიქშიპერი“: გადახდებისა და მიწოდების გამარტივება ბიზნესისთვის

„მიტანის სერვისი არ გაქვთ?“ - ეს კითხვა მომხმარებლების მხრიდან ბიზნესისთვის ხშირად ისმის. პანდემიამ ონლაინ ვაჭრობა კიდევ უფრო პოპულარული გახადა. ბიზნესები ამ ტენდენციას აჰყვნენ და ძალისხმევა მომხმარებელთა მოზიდვასა და მიტანის სერვისების გაუმჯობესებაზე მიმართეს. საკურიერო მომსახურებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ხარისხის ამაღლება გამოიწვია.

ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა კომპანია „ქვიქშიპერი“, რომელიც ბიზნესს მიწოდების პერსონალიზებულ ვარიანტებს სთავაზობს, როგორიცაა 45-წუთიანი, 2-3 საათიანი, იმავე დღეს ან მეორე დღეს მიწოდება. „ქვიქშიპერის“ მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის გაყიდვების ზრდას.

გაციფრულებასთან ერთად, ბიზნესები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ - მათ მოქნილი გადაწყვეტილებები და გაყიდვების გამარტივებული მეთოდები სჭირდებათ. თუ თქვენ პროდუქციის გასაყიდად სოციალურ ქსელებს იყენებთ, ხოლო ტრანზაქციებისთვის IBAN-ს პირდაპირ მიმოწერაში აკოპირებთ, მაშინ „ქვიქშიპერი“ თქვენთვისაა.

„ქვიქშიპერი“ არა მხოლოდ პროდუქციის მიწოდებას, არამედ გადახდის გამარტივებასაც უზრუნველყოფს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღეს ბიზნესები სოციალური არხებით ცდილობენ მომხმარებლებთან ურთიერთობას და პროდუქციის რეალიზაციას, თუმცა ეს არხები სრულად ვერ უზრუნველყოფენ გადახდისა და მიწოდების პროცესების მოწესრიგებას.

„ქვიქშიპერში“ განმარტავენ, რომ ციფრული არხებით გაყიდვისას, ტრანზაქციის დასასრულებლად, ბიზნესს ანგარიშის ნომერი ჩატში უნდა გაუგზავნოს მომხმარებელს, რომელმაც თანხა მობაილბანკიდან უნდა გადარიცხოს და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს. მიწოდების საკითხიც ანალოგიურად, ჩატის საშუალებით, ავტომატიზაციის გარეშე გვარდება. „ქვიქშიპერი“ ამ პრობლემების მოგვარებას და ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი მიზანია, სოციალური ქსელების ჩატები რეალურ გაყიდვების სივრცედ ვაქციოთ. ამისთვის კი ვთავაზობთ უნიკალურ პროდუქტს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს გადახდების მიღებასა და მიწოდების ორგანიზებას. ბიზნესებს არ დასჭირდებათ დამატებითი ინტეგრაციები და ტექნოლოგიური ინვესტიციები.“

მაშ, როგორ ამარტივებს „ქვიქშიპერი“ გადახდის პროცესს? ბიზნესს შეუძლია შექმნას ერთი ბმული, რომელიც ორივე პრობლემას ერთდროულად აგვარებს - უზრუნველყოფს გადახდის მიღებასა და სწრაფ მიწოდებას.

მომხმარებელთან მიმოწერის შემდეგ, ბიზნესი ქმნის ბმულს პროდუქტის დეტალებითა და ფასით და უზიარებს მას მყიდველს. მყიდველი ბმულზე უთითებს მიწოდების სასურველ დროსა და მისამართს, და იქვე იხდის პროდუქტისა და მიწოდების საფასურს ბარათით ან Apple Pay-ით. გადახდის შემდეგ, შეკვეთა ავტომატურად ეგზავნება შესაბამის კურიერს, რომელიც ადასტურებს შეკვეთას, „ქვიქშიპერი“ კი მას ოპტიმალურ მარშრუტს უჩვენებს.

„ქვიქშიპერმა“ ოპერირება იანვარში დაიწყო და პარტნიორების გამოხმაურების საფუძველზე აუმჯობესებს პროდუქტს. სტარტაპმა წარმატებას უკვე მიაღწია - ის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია და მასტერქარდის რჩეული სტარტაპი გახდა. გადახდების ფუნქცია ამჟამად აქტიური განვითარების ფაზაშია და მალე „ქვიქშიპერი“ კიდევ უფრო გაუმარტივებს მუშაობას ინდივიდუალურ და მცირე მეწარმეებს.

რატომ არის „ქვიქშიპერი“ მნიშვნელოვანი მცირე ბიზნესისთვის? მცირე ბიზნესებს პროდუქციის რეალიზაციისთვის აღარ დასჭირდებათ პროფესიონალური ვებგვერდების შექმნა გადახდის ფუნქციონალის ინტეგრაციით, ან პირადი კურიერის დაქირავება. ეს ორი სერვისი ერთ სივრცეში აზოგვინებს მცირე ბიზნესებს დროს, ენერგიასა და რესურსებს, რაც ინდივიდუალური ორგანიზების შემთხვევაში იქნებოდა საჭირო.

ვისთვის არის „ქვიქშიპერის“ სერვისი? „ქვიქშიპერის“ სერვისებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ზომისა და ტიპის ბიზნესს, რომელსაც გაყიდული პროდუქტის მიწოდება სჭირდება. სერვისით სარგებლობის დაწყება მარტივი და სწრაფია. კომპანიები სერვისის სატესტოდ თავდაპირველად უფასო მიწოდებას იღებენ, რის შემდეგაც პარტნიორობა ფორმდება. „ქვიქშიპერის“ საკურიერო სერვისით უკვე სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა:

როგორ დაიწყოთ „ქვიქშიპერთან“ თანამშრომლობა? თუ თქვენ ბიზნესის წარმომადგენელი ხართ და გადახდის ან მიტანის სერვისების საჭიროება გაქვთ, დატოვეთ მონაცემები ბმულზე და კომპანიის წარმომადგენლები მალევე დაგიკავშირდებიან. [R]

კომენტარები