გერმანელი არქიტექტორის, ნატაშა მეუზერის ავტორობით გამოცემული „ზოოპარკების შენობები“ DOM Publishers-ის „მშენებლობისა და დიზაინის სახელმძღვანელოს“ სერიის უახლესი გამოცემაა. სიღრმისეული კვლევა რიტორიკული კითხვით იწყება: მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკები ტურისტებისა და დასვენების მოყვარულთათვის პოპულარული ადგილია, რამდენად ხშირად ვფიქრობთ და ვაფასებთ მათ დიზაინს? ეს ახალი წიგნი ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად და იკვლევს არქიტექტურას, რომელიც სანახაობასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსს ინარჩუნებს.
გამოცემა ზოოპარკების ტიპოლოგიის ისტორიით იწყება და მკითხველს ხუთი თაობის განმავლობაში მოგზაურობაში მიჰყვება, სადაც ზოოპარკების შენობების ფუნქციურ და ესთეტიკურ ასპექტებს წარმოაჩენს. სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, ტყეში არქიპელაგი იგეგმება – წრიული კუნძულები სხვადასხვა კონტინენტის რამდენიმე სახეობის ცხოველს მოემსახურება. (მთავარი ფოტო) © TN plus / beckmann-n’thépé / intarsia. BIG-ის მიერ დაპროექტებული წრიული მოედანი დანიის ზოოპარკ „Givskud“-ისთვის, რომელიც ვიზიტორებს სპირალურად იღებს და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიებზე ანაწილებს, რომლებიც კონტინენტებს წარმოადგენენ. © bjarke ingels group.
მეუზერი 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ზოოპარკების დიზაინის ყოვლისმომცველ კვლევას წარმოადგენს და უფრო ახლოს ეცნობა ბოლო 20 წლის განმავლობაში აშენებულ ორმოცდაათ სხვადასხვა საერთაშორისო ზოოპარკს. გვერდებზე წარმოდგენილია შესანიშნავი დეტალები, მათ შორის დიდი ფოტოები და რენდერები, გეგმები, ფასადები და ჭრილები. წარსულიდან აწმყომდე პროექტების ფართო სპექტრის შესწავლით, ავტორი ამტკიცებს, რომ ზოოპარკების არქიტექტურა ყოველთვის მოიცავდა სოციალურ ღირებულებებს და ხელს უწყობდა ადამიანებისა და ცხოველების თანაარსებობას. გარდა ამისა, საკუთარი კვლევის შედეგად, მეუზერი წარმოადგენს ათ დიზაინის პარამეტრს, რომლებიც მომავალი ზოოლოგიური სტრუქტურების დაგეგმვის სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს. „Ozeaneum Basel“, საკონკურსო განაცხადი (2012) © zaha hadid architects.
ამ კვლევის საშუალებით, მეუზერი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ზოოპარკების შენობების დეტალური კრებულის შექმნას, არამედ ამ თემის, როგორც არქიტექტურული ტიპოლოგიის დამკვიდრებას. მკითხველის ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მოგზაურობის შემდეგ, წიგნი საბოლოოდ სვამს კითხვას ზოოპარკების მომავლისა და იმის შესახებ, თუ როგორ განსაზღვრავს სოციალური საკითხები ახალ დიზაინს. მაგალითად, ავტორი ფიქრობს, რომ საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ტრადიციული სტრუქტურების საზღვრები უფრო ღია, ლანდშაფტზე ორიენტირებულ სივრცეებად გადაიქცევა, სადაც ცხოველებითა და ბუნებით დატკბობა იქნება შესაძლებელი. ვროცლავის ზოოპარკი: არქიტექტურულ ხატთან ახლოს © maciej lulko.
არსებითად, „ზოოპარკების შენობები“ მიზნად ისახავს ზოოლოგიური არქიტექტურის სრულად წარმოჩენას და სათანადო ყურადღების მიქცევას იმ სტრუქტურებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ცხოველებისა და მომვლელების, არამედ ვიზიტორების საჭიროებებსაც ითვალისწინებენ. როგორც ხშირად უგულებელყოფილი ტიპოლოგია, რომელსაც მუზეუმების, ბიბლიოთეკების ან სკოლების მსგავსად არ აღნიშნავენ, დიზაინის სახელმძღვანელო სამეცნიერო კვლევას გვთავაზობს და პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს არქიტექტორებისთვის. პარიზის ზოოლოგიური პარკის სრულიად განახლებული ტერიტორიის ხედი ზემოდან, არქიტექტორი: ბერნარ ტშუმი Urbanistes Architectes ვერონიკ დეშარიერთან ერთად (2014) © véronique descharrières architecte. Ozenarium Basel: ზენიტალური სანათური წყლის აუზის ქვეშ © boltshauser architekten. ვუპერტალი: წყალქვეშა ფასციაცია პინგვინების აუზში © natascha meuser. გამოქვაბულის გასასვლელი ხედით (ვუპერტალის ზოოპარკი) © natascha meuser. აზიური სპილოების ვოლიერი, კოპენჰაგენის არქიტექტურა: foster + partners, london; ლანდშაფტური არქიტექტურა: SLA, copenhagen; სპეციალისტური დაგეგმარება: rambøll group, copenhagen buro happold-თან ერთად, bath (სტრუქტურული ინჟინერია); დასრულებულია: 2008 წელი © natascha meuser. ედინბურგის ზოოპარკი, ბუდონგოს ბილიკი © lucas wahl. ბამბუკის საყრდენები სახურავისა და ფასადის კონსტრუქციული ელემენტებია 40 მმ სისქის გამაგრებული მინის მოდელით © proctor and matthews architects. არქიტექტურული კენჭები შავი ზღვის სანაპიროზე: საკონკურსო განაცხადი ბათუმის აკვარიუმისთვის/საქართველო (პირველი პრიზი, 2010 წელი) © henning larsen architects. არქიტექტურული კენჭები შავი ზღვის სანაპიროზე: საკონკურსო განაცხადი ბათუმის აკვარიუმისთვის/საქართველო (პირველი პრიზი, 2010 წელი) © henning larsen architects.
როგორც DOM-ის მშენებლობისა და დიზაინის სახელმძღვანელოების სერიის ნაწილი, „ზოოპარკების შენობები“ შესანიშნავი ლიტერატურაა მათთვის, ვინც ზოოლოგიური არქიტექტურით არის დაინტერესებული, ან უბრალოდ ცხოველების მოყვარულთათვის. საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებების, მუზეუმებისა და სასტუმროების სახელმძღვანელოების გრძელ სიაში შემავალი, ეს უახლესი გამოცემა კიდევ ერთ ყოვლისმომცველ კვლევას გვთავაზობს. მაგარი ყდითა და ელასტიური ზოლით, რომელიც გვერდის მონიშვნაში დაგეხმარებათ, წიგნი 552 გვერდს მოიცავს და მასში 900-მდე ილუსტრაციაა შესული, რომლებიც ნატაშა მეუზერის ტექსტს საოცრად აცოცხლებს.
პროექტის ინფორმაცია: დასახელება: „მშენებლობისა და დიზაინის სახელმძღვანელო: ზოოპარკების შენობები“ ავტორი: ნატაშა მეუზერი გამომცემლობა: DOM Publishers, ბერლინი ენა: ინგლისური გამოცემის თარიღი: 2019 წლის მაისი ფორმატი: 552 გვერდი, 900 ილუსტრაცია / მაგარი ყდა / 8.86″ x 11″ (225 x 280 mm) ISBN: 978-3-86922-680-4 ფასი: 128.00 EUR
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს