კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

პირველი შეკვეთიდან 5 მილიონამდე - Menu.ge 5 წლისაა

ეკონომიკა ბიზნესი
პირველი შეკვეთიდან 5 მილიონამდე - Menu.ge 5 წლისაა

„სიხარულის მიწოდება ყოველდღიურად“ – ასე ჟღერს Menu.ge-ს სლოგანი, რომელსაც დღეს 5 წელი შეუსრულდა. უკვე ხუთი წელია, კომპანია ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში – საკვების მიწოდების ბიზნესში ოპერირებს. დღეს მიტანის სერვისი სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ხუთი წლის წინ, აპლიკაციით, ვებგვერდით ან თუნდაც სატელეფონო ზარით საკვების გამოძახების შესაძლებლობა ერთეულებისთვის თუ იყო ცნობილი.

„კომპანია წლების განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპებით იზრდებოდა, – აღნიშნავს Menu.ge-ს დირექტორი, თამარ არევაძე, – 2015-18 წლებში კომპანიამ მომსახურების არეალი გააფართოვა და მიტანის სერვისი იმ ქალაქებშიც გამოჩნდა, სადაც აქამდე ეს წარმოუდგენელი იყო. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი და რუსთავი – ეს ის ქალაქებია, სადაც დღეს Menu.ge-ს სერვისებით სარგებლობაა შესაძლებელი. 5 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, როგორ იცვლება მომხმარებლების საჭიროებები და სურვილები და ვცდილობთ, ჩვენს პორტალზე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მათ რეკომენდაციებს მოვარგოთ. სწორედ ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და სიყვარულითა და ზრუნვით შევქმენით ახალი აპლიკაცია, რომელიც ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება Android-ისა და iOS-ის ოპერაციული სისტემებისთვის. პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ჩემი თანამშრომლებიც 24 საათის განმავლობაში ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელმა პრობლემის გარეშე მიიღოს შეკვეთა“.

„როდესაც მუშაობა დავიწყეთ, დღის განმავლობაში შემოსული რამდენიმე შეკვეთაც კი სიხარულის საფუძველი იყო, ხოლო 100-200 შეკვეთას კვირაში ოფისში აღვნიშნავდით. ასეთი სერვისის შესახებ თითქმის არავინ იცოდა. დღეს კი ათასობით ზარიც კი შეიძლება წარუმატებელ დღედ ჩაითვალოს“, – იხსენებს Menu.ge-ს ქოლ-ცენტრის მენეჯერი, ნინა დადვანი.

საკვების მიტანის კულტურა, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზარზე სწორედ Menu.ge-მ დანერგა. 4-5 წლის წინ სახლში კერძის მომზადების ალტერნატივა ფაქტობრივად არ არსებობდა, თუკი რესტორანში წასვლა არ გსურდათ. საკვების გამოძახება მენტალურადაც კი რთული წარმოსადგენი იყო, რომ არაფერი ვთქვათ აპლიკაციებისა და ვებგვერდების მიმართ ნდობის ნაკლებობაზე. დღეს ყველამ იცის, რომ Menu.ge-ზე შეკვეთის განთავსება უმარტივესია და ხელმისაწვდომია ნებისმიერ პლატფორმაზე. სმარტფონის მომხმარებლებს აპლიკაცია, კომპიუტერის მფლობელებს კი ვებგვერდი ემსახურება, ხოლო თუ არც სმარტფონი და არც კომპიუტერი გაქვთ, უბრალოდ უნდა დარეკოთ უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ ნომერზე – 2 544 444 და თქვენი შეკვეთა გზაშია.

„ამ დროის განმავლობაში მოხერხდა მთავარი სტიგმის დანგრევა, რომ რესტორნიდან გამოძახება ძვირი და არასანდოა. თავდაპირველად მომხმარებელს არ სჯეროდა, რომ არ მოატყუებდნენ და ამასთან, სერვისი მათთვის ძვირი ღირდა. დღეს კი მომხმარებელი აცნობიერებს, რომ დრო და ენერგია ეზოგება, რომლის სხვა მიმართულებით გამოყენებაც შეუძლია. მეტიც, Menu.ge-ზე იმდენი აქცია და შემოთავაზებაა, რომ სიძვირეზე კი არა, ფასების ხელმისაწვდომობაზე შეგვიძლია საუბარი. ჩვენ მუდმივად გვაქვს 50, 40 და 30-პროცენტიანი ფასდაკლებები. ამ აქციებს აქტიურად იყენებენ სტუდენტები და დასაქმებული ადამიანები. შესაბამისად, არაერთი სტერეოტიპი დავძლიეთ ბოლო წლებში“, – განმარტავს Menu.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი, ნინა შარაძე.

დღეს Menu.ge-ს მეშვეობით, საკვების გარდა, სხვა უამრავი პროდუქტის შეკვეთაა შესაძლებელი: ყვავილები, საჩუქრები, ტკბილეული და შინაური ცხოველების საკვებიც კი. „ეს მრავალფეროვნება განპირობებულია იმით, რომ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლების ინტერესებზე, რადგან ჩვენც მომხმარებლები ვართ და ამ პოზიციიდან ვუყურებთ საკითხს, – განმარტავს Menu.ge-ს გაყიდვების მენეჯერი, თათია ხელაძე. – ასე გაჩნდა იდეა ცხოველების საკვების დამატების შესახებ და ასე ხორციელდება ყველა იდეა, რომელიც ახალი ობიექტების დამატებას ეხება. ამ 5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ ასობით რესტორანს დავანახეთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა ძალიან მომგებიანია. ჩვენ გვყავს რესტორნები, რომლებიც მხოლოდ ჩვენს შეკვეთებზე მუშაობენ და საკმაოდ დიდ შემოსავალსაც გამოიმუშავებენ“.

დღეს უკვე არავის უკვირს კურიერის ვაკანსია, რომელსაც ავტომობილი ან მოპედი ესაჭიროება და არავის ერიდება ამ პროფესიით მუშაობა. „ადრე კურიერის სამუშაოს სტიგმა ახლდა თან, ის არაპრესტიჟულად მიიჩნეოდა და ბევრს ეთაკილებოდა, თუმცა, როდესაც Menu.ge-ში დაინახეს, რომ ყოველთვიურად 2000 ლარზე მეტის გამომუშავებაა შესაძლებელი, ეს წარმოდგენებიც დაიმსხვრა. დღეს უამრავი განაცხადი შემოდის და პირიქით, უკვე საკმაოდ პრესტიჟულიც არის კურიერად მუშაობა, თან საზოგადოებამაც იცის, რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურია“, – ამბობს სოფო კაციტაძე, Menu.ge-ს HR მენეჯერი.

მიწოდების სერვისის განვითარებაში შეტანილი წვლილის გარდა, Menu.ge ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სხვა სოციალურ, გასართობ თუ საქველმოქმედო აქტივობებში. Menu.ge-ს ადმინისტრაცია 8 მარტს მოხუცთა თავშესაფარს ეწვია და მათთვის ყვავილები მიიტანა. ასევე, აქტიურად იყო ჩართული რუსთავში გამართულ ავტორბოლაში, სადაც თანამშრომლები მონაწილეებს წყლით ამარაგებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Menu.ge აქტიურად ქომაგობს რაგბის, როგორც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სპორტს. კომპანიის წარმომადგენლები ატოცში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებს რუსეთთან მატჩზე გულშემატკივრობდნენ. 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორიც სწორედ Menu.ge იყო.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ Menu.ge-მ ამ წლებმა ბაზრის ლიდერად ჩამოაყალიბა და სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია მიტანის სერვისის მაღალ ხარისხზე, რადგან ამდენი წლის განმავლობაში მომხმარებელმა Menu.ge-სთან ერთად ბევრი რამ გამოიარა, გაიგო და მიიღო, როგორც თანამედროვე ცხოვრების ნაწილი.

კომენტარები