მობილური თამაშები Pokemon TCG Pocket-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება! მიუხედავად თამაშის დიდი წარმატებისა მისი გამოშვებიდან მოყოლებული, ყველა სიახლე როდი ხვდება მოთამაშეების მხრიდან ერთნაირ გამოხმაურებას. ერთ-ერთი ასეთი საკამათო საკითხი გახლდათ სავაჭრო ჟეტონები, რომლებიც თამაშში იანვრის ბოლოს დაინერგა. ამ ჟეტონების მიმართ უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმით, რომ მოთამაშეებს დუბლიკატი ბარათების განადგურება უწევდათ მათ მოსაპოვებლად. თუმცა, როგორც ირკვევა, დეველოპერები, Creatures Inc. და DeNA, უკვე მუშაობენ ამ პრობლემის მოგვარებაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ სავაჭრო ჟეტონები საერთოდ ამოიღონ თამაშიდან და ჩაანაცვლონ სხვა შიდა ვალუტით. ოფიციალურ Pokemon-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სავაჭრო ჟეტონები თამაშიდან შემოდგომაზე გაქრება. მათ ნაცვლად, ბარათების გაცვლისთვის გამოყენებული იქნება "shinedust". მოთამაშეებს, რომლებსაც გადასვლის შემდეგ დარჩებათ სავაჭრო ჟეტონები, ავტომატურად გადაუყვანენ "shinedust"-ში. "Shinedust" საჭირო იქნება მხოლოდ სამი და ოთხი ბრილიანტის ან ერთი ვარსკვლავის იშვიათობის ბარათების გაცვლისთვის. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის "shinedust" იქნება საჭირო თითოეული ბარათის გაცვლისთვის. "Shinedust"-ის ავტომატურად მიღება შესაძლებელია, როდესაც მოთამაშე იღებს ბარათს, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია მის Card Dex-ში. ვინაიდან "shinedust" გამოყენებული იქნება ვაჭრობისთვის, დეველოპერები განიხილავენ მოთამაშეებისთვის გაცემული რაოდენობის გაზრდას, რაც მოთამაშეებს სამართლიანი თამაშის შესაძლებლობას მისცემს და გაცვლა უფრო მომგებიანი გახდება. დეველოპერები პირობას დებენ რომ Pokemon TCG Pocket-ში კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება!
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს