20 ნოემბრიდან ავტოდაზღვევაზე უპრეცედენტო აქცია იწყება. მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, კომპანიამ ავტოდაზღვევის სპეციალური პირობები შექმნა, რომლის მიხედვით ავტომობილის დაზღვევაში გადახდილი თანხის 50% მძღოლებს უკან უბრუნდებათ. ქეშბექ -კამპანიას სოციალური დატვირთვა აქვს, რომლის მიზანია ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილების მაქსიმალური ხელშეწყობა, საგზაო წესების დაცვა და შესაბამისად, სწორედ ასეთი მძღოლების წახალისება. აქცია მოქმედებს ავტოდაზღვევის სრული პაკეტის შეძენის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, პასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას. ავტომობილის დაზღვევის პაკეტის შეძენისას ,,პრაიმი“ მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ბენეფიტებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს და წამყვანი კომპანია TDC-ს მიერ წარმოდგენილი ცნობილი ბრენდების (Shell, Brembo, Energizer) საავტომობილო პროდუქტებზე 40% -მდე ფასდაკლებას სთავაზობს. პრაიმი თავის დაზღვეულებს, ასევე, სთავაზობს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს პრემიუმ კლასის სასტუმროებში, ფიტნეს ცენტრებში, აუზებსა და სხვა დაწესებულებებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს [R]
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს