კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

როგორ მოხვდა ქართული ღვინო ტოკიოში? – გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო”

ეკონომიკა ბიზნესი
როგორ მოხვდა ქართული ღვინო ტოკიოში? – გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო”

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქართული მევენახეობის ისტორია 8000 წლის წინ იღებს სათავეს. მას შემდეგ, საქართველოში ყოველწლიურად ხდება ყურძნის მოსავლის აღება და ღვინის დაწურვა. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა, ქართული ღვინის კულტურის საწყისები კიდევ უფრო შორეულ წარსულში იძებნებოდეს. ქართული მევენახეობის შესწავლა 2013 წელს არქეოლოგიური არტეფაქტების საფუძველზე დაიწყო. ოთხწლიანი კვლევის შედეგად, შვიდი ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ჩვენი ქვეყნიდან დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება, გაკულტურება, შემდგომ კი ღვინის დაწურვა და მისი გავრცელება მსოფლიოში. ღვინის სამშობლოდ აღიარებამ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. ქართულ ღვინოს ახალ მასშტაბებზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ ეს გახდა საფუძველი პროექტისა „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის მიზანი ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციაა.

პირველი მასშტაბური გამოფენა 2017 წელს, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო დედაქალაქში, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მოეწყო და მიეძღვნა იმ სამეცნიერო კვლევას, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება. წელს, 10 მარტიდან, გამოფენა სახელწოდებით “საქართველო – ღვინის სამშობლო” ტოკიოში ორი თვით განთავსდა და იაპონელები ქართულ მევენახეობას გააცნო.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, დავით ტყემალაძემ განაცხადა, პროექტის კონცეფცია მოიცავს მეღვინეობას და ამავდროულად სცილდება ღვინის პოპულარიზაციას, წარმოაჩენს რა ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურას იმ მომიჯნავე თემების საშუალებით, როგორებიცაა, მაგალითად, პოლიფონია და გასტრონომია. სპეციალურად იაპონიისთვის შეიქმნა ტექნოლოგიური პროექცია, რომელიც დამთვალიერებლებს ინფორმაციის კომფორტულად მიღებაში ეხმარებოდა.

M: ბატონო დავით, პროექტის კონცეფციაზე რომ გვიამბოთ…

პირველი, რასაც ეს პროექტი ემსახურება, არის იმ აზრის გამყარება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენი ქვეყნიდან გენერალური გზავნილი სწორედ ეს არის. წარმოდგენილია არტეფაქტები, ისტორიული მასალა… ავტორიტეტული ღვინის ბლოგერები, სომელიეები, ღვინის მაგისტრები აუდიტორიას საქართველოს შესახებ აწვდიან ინფორმაციას სამეცნიერო მიმართულებებზე, ასევე ღვინოზე, მის ენდემურ წარმოშობაზე, აბორიგენულ ჯიშებზე საუბრობენ, ღვინოზე, როგორც პროდუქტზე, მის მრავალფეროვნებაზე, ქვევრის მიმართულებაზე და სხვა. კონცეფციაში გათვალისწინებულია პოლიფონია, მათ შორის ღვინის თემატიკაზე, თუნდაც იმ საგალობლების სახით, რომლებიც ვაზთან არის დაკავშირებული.

M: იაპონია რატომ შეარჩიეთ?

პროექტი ბორდოში დაიბადა, რომელიც იდეალური ადგილია კომუნიკაციისა და ყურადღების მიპყრობისთვის. შემდეგ კი სიმბოლურად ამომავალი მზის ქვეყნიდან ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. იაპონიასთან ქართულ ღვინოს მრავალმხრივი კავშირი აქვს. ამასთან, რამდენიმე წლის წინ, ევროპაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაზე გაჟღერდა იდეა, რომ დაწყვილებულიყო იაპონური სამზარეულო და ქართული ღვინო. მოგეხსენებათ, იაპონური სამზარეულო საკმაოდ ცნობილია და მსოფლიოს ყველა წერტილშია წარმოდგენილი. შესაბამისად, თუკი იაპონურ კერძებთან იქნება დაკავშირებული ქართული ღვინო, რატომაც არა? ასეთი გამოცდილება ქართულ მხარეს უკვე აქვს, ტოკიოში, მეღვინეობის ორგანიზებით, მოიწვიეს სუშის ოსტატი და იაპონური კერძი ქართულ ღვინოსთან შეწყვილებულად წარადგინეს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ქვეყანაა იაპონია, სადაც ღვინის ერთი მაგისტრია. ესაა კენიჩი ოჰაში, რომელიც ჩვენი პარტნიორია და ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა. პროექტის “საქართველო – ღვინის სამშობლო” ფარგლებში, მისი ღონისძიებაც ჩატარდა და ეს ღონისძიება სწორედ მას მიეძღვნა. მნიშვნელოვანია ტოჩინოშინის ფაქტორიც, რომელმაც იაპონელებში ქართული კულტურის მიმართ ინტერესი გაზარდა.

M: რამდენად საინტერესოა იაპონია ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით?

ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში ჯერ მცირეა, თუმცა დინამიკა მზარდია. და ის, რომ იაპონია ქართულ ღვინოს ყურადღებით ეკიდება, უკვე ჩანს ვიზიტებიდანაც, თუ ღვინით დაინტერესებული რამდენი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, რა მოთხოვნები აქვთ. მომზადებულები არიან, აინტერესებთ და საერთო ჯამში, ძალიან საინტერესო ქვეყანაა სამუშაოდ. სტრატეგიულადაც გამართლებულია – აზიის რეგიონში იაპონია ეკონომიკურად ძალიან განვითარებულია და იქაური ტენდენციები ავტომატურად ვრცელდება დანარჩენ ქვეყნებში.

M: როგორც აღნიშნეთ, გამოფენაზე ტექნოლოგიური ფორმატი იყო გამოყენებული…

იაპონიაში ადამიანები ტექნოლოგიების საშუალებით მარტივად მიწოდებულ ინფორმაციას უფრო ითვისებენ. მათთვის კლასიკური საგამოფენო განლაგება ნაკლებად საინტერესოა. სწორედ ამიტომ მივმართეთ ტექნოლოგიურ ალტერნატივას. ამ პროექტში ჩვენი პარტნიორია Sony Music Communications, რომელმაც თავისი კონტრიბუციით შემოგვთავაზა 3D განზომილებაში გაშვებული ვიდეოპროექციის გაკეთება. ეს არის WARP ტექნოლოგია, რომელიც მაყურებელს ინტერაქციის საშუალებას აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს, როდესაც საქართველო სამ ეკრანზეა ნაჩვენები, მაყურებელს შეუძლია მივიდეს და კონკრეტულ ადგილებზე ხელის შეხებით, ამ ადგილის შესახებ ინფორმაცია გახსნას. ინტერაქტიული პროექციის საშუალებით, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ არქეოლოგიურ მასალაზეც, როდის არის მოპოვებული ესა თუ ის ნივთი, რას ნიშნავს, რას წარმოადგენს. ყველა საინტერესო ინფორმაცია მნახველთან გამონათებების სახით ხვდებოდა. შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი გამოფენისთვის “საქართველო – ღვინის სამშობლო”. იქ შესაძლებელი იყო ზოგადი ინფორმაციის ნახვა, დაანონსებული აქტივობების გაცნობა, ბილეთების მოპოვება და ა.შ. ვებგვერდის დიზაინი, წითელი ღვინის ბოკალითა და “აფეთქებული” ძველი ქვევრის ვიზუალით, Sony Music Communications-ის დიზაინერებმა ჩვენი ბრიფის საფუძველზე შექმნეს.

კომენტარები