სამხრეთ კორეას მასშტაბური ხანძრები უჭირს, რომელთა შედეგადაც, სამწუხაროდ, დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, დაშავდა 19, ხოლო ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ-სუს განცხადებით, კრიზისი უკიდურესად მძიმეა და ხანძრების მასშტაბი "ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდია". სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის ონრამსას ტაძარს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ არის ცეცხლი მოდებული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას. ქალაქ უისონგში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა გოუნსას ტაძარი, რომელიც 618 წელს აშენდა და პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი იყო.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს