გავრცელებული ინფორმაციით, Samsung-ი ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებაზე, შესაძლოა, ახალი ტიპის ყურსასმენები წარადგინოს. საუბარია ღია ტიპის ყურსასმენებზე, რომლებიც ძვლის გამტარობის ტექნოლოგიას გამოიყენებენ. ბოლო პერიოდში, მსგავსი ყურსასმენები საკმაოდ პოპულარული გახდა და ბაზარზე უკვე წარმოდგენილია ისეთი ბრენდების მოდელები, როგორებიცაა Sony, Shokz, Bose და Nothing.
ჯერჯერობით, Samsung-ის შესაძლო სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, კომპანიის აუდიო ტექნოლოგიების გამოცდილებისა და Galaxy AI-ის ინტეგრირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ახალი ყურსასმენები Galaxy-ს მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ ფუნქციებს შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ Samsung-ს ამჟამად ღია ტიპის ყურსასმენები არ გააჩნია. ვარაუდობენ, რომ ახალი მოდელი აქტიური ცხოვრების წესის მქონე მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი, ან მათთვის, ვისაც შიდა ყურის ყურსასმენები არ მოსწონს. ღია ტიპის ყურსასმენები, შიდა ყურის მოდელებისგან განსხვავებით, ყურის არხში არ თავსდება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მუსიკის მოსმენის პარალელურად, გარემო ხმებიც ისმინოს.
მოსალოდნელია, რომ Samsung-ი ახალ ყურსასმენებთან ერთად, Galaxy Z Fold 7-სა და Galaxy Z Flip 7-ს, ასევე, დასაკეც ეკრანიან სმარტფონსაც წარადგენს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს