კომპანია SpaceX-მა წარმატებით განახორციელა NASA-ს Crew-10 მისიის გაშვება. Falcon 9-ის რაკეტამ ოთხი ასტრონავტი ფლორიდის კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაგზავნა. ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტებისგან შემდგარი ეკიპაჟი სადგურზე შაბათს ღამით ჩავა და ბუჩ ვილმორსა და სუნი უილიამსს შეცვლის. გაშვება მეორედ განხორციელდა, ვინაიდან პირველი მცდელობა ჩაიშალა გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე სახმელეთო ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობის გამო. ვილმორისა და უილიამსის ყოფნა სადგურზე გაჭიანურდა Boeing-ის ახალი Starliner-ის კაფსულის გაუმართაობის გამო, რომელსაც ისინი დედამიწაზე უნდა დაებრუნებინა.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს