ოთხშაბათი საერთაშორისო დიპლომატიისათვის დატვირთული დღე გამოდგა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა ტრამპის თავისუფალი მიდგომა საგარეო პოლიტიკისადმი. მისი გადაწყვეტილებები რეალურ დროში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით ხდებოდა ცნობილი.
მისი მხარდამჭერები ამას "გარიგების ხელოვნებად" მიიჩნევენ, როდესაც პრეზიდენტი მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ინსტრუმენტსა და ტაქტიკას იყენებს. კრიტიკოსები კი ამაში მხოლოდ დესტრუქციას ხედავენ, რომელსაც არ გააჩნია სათანადო გათვლები რისკებსა და შესაძლო შედეგებზე.
ოთხშაბათი დაიწყო ინფორმაციით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰამასის ლიდერებთან ღაზაში მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლების მიზნით. ეს ნაბიჯი, როდესაც აშშ უშუალოდ კონტაქტობს ორგანიზაციასთან, რომელიც 1997 წლიდან ტერორისტულად არის გამოცხადებული, მკვეთრად განსხვავდება აშშ-ის მრავალწლიანი პოლიტიკისგან.
ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის ომის დასრულების მცდელობისას შუამავლებს ეყრდნობოდა. ტრამპი კი ადრე გმობდა ჰამასს "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის" 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის დროს და მის წევრებს "სასტიკ და ძალადობრივ" ადამიანებად მოიხსენიებდა.
თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპისთვის ძველი სტრატეგია აღარ მუშაობდა და ის მზად იყო გარისკოს თვალთმაქცურად გამოჩენის, აშშ-ის მოკავშირე ისრაელის გვერდის ავლისა და ტერორისტულ ჯგუფთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის რისკზე, რათა თავისი გარიგების მიზნები განეხორციელებინა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა ამაზე ლაკონური განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მათ "გამოხატეს თავიანთი პოზიცია" მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
დღის ბოლოს, ოვალურ კაბინეტში ადრე გათავისუფლებულ ამერიკელ მძევლებთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა კვლავ გაამკაცრა ტონი. მან სოციალურ ქსელში ჰამასი "ავადმყოფურად და გარყვნილად" მოიხსენია და "უკანასკნელი გაფრთხილება" გამოუცხადა, რომ თუ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებდნენ, "ჯოჯოხეთი დაატყდებოდათ თავს".
"ისრაელს ყველაფერს ვაწვდი, რაც სამუშაოს დასასრულებლად სჭირდება", - წერდა ის, - "ჰამასის არცერთი წევრი არ იქნება უსაფრთხოდ, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მრჩეველმა ისრაელ-პალესტინის საკითხებში, ლორა ბლუმენფელდმა BBC-ს განუცხადა, რომ ტრამპის გზავნილი ჰამასისადმი ულტიმატუმი იყო.
მისი თქმით, ულტიმატუმებთან დაკავშირებით მთავარია, რომ დაპირება უნდა შესრულდეს. მან გაიხსენა, რომ გასულ თვეში ტრამპმა თქვა, რომ შაბათს შუადღემდე მძევლები უნდა გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები დადგებოდა, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა. ჰამასმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მუქარას აზრი არ აქვს.
პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა პრეზიდენტის კურსის მკვეთრი ცვლილება ტრამპის უფრო ფართო საგარეო პოლიტიკის კონტექსტში მოაქცია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "დიალოგი და მსოფლიოს ხალხებთან საუბარი" მისი "კეთილსინდისიერი მცდელობის ნაწილია, გააკეთოს ის, რაც სწორია ამერიკელი ხალხისთვის".
თეთრი სახლი მსგავს ლოგიკას იყენებს ტრამპის ბოლო მცდელობებთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ურთიერთობა მოსკოვთან დათბეს, მათ შორის, მაღალი დონის ადმინისტრაციის წარმომადგენლების საუდის არაბეთში გაგზავნით რუსულ დელეგაციასთან პირდაპირი შეხვედრისთვის.
ამ დრამატულ დიპლომატიურ შემობრუნებას თან ახლდა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვეთრი კრიტიკა, რამაც კულმინაციას პარასკევს ოვალურ კაბინეტში გამართულ მწვავე შეხვედრაზე მიაღწია. ამას მოჰყვა განცხადება, რომ აშშ-მ შეაჩერა იარაღის მიწოდება და ომით განადგურებულ ქვეყანასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეწყდა.
ტრამპის ქმედებებმა ამერიკის ევროპელი მოკავშირეები შეაშფოთა და ამის შედეგები ჯერ კიდევ სრულად არ არის შეფასებული. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინის სუსტი წერტილის - დახმარებისა და ინფორმაციის შეკავების - გამოყენების მცდელობამ სასურველი შედეგი გამოიღო.
სამშაბათს ზელენსკიმ ტრამპს შერიგების წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, ოთხშაბათს კი აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაახლეს მოლაპარაკებები მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებაზე, რათა ამერიკას დახმარების ხარჯები აუნაზღაურდეს.
თუ ტრამპის მიზანია უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა, მან ზელენსკი ეფექტურად დაიმორჩილა, თუმცა გაურკვეველი რჩება, რა დათმობებზე სთხოვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამ მოლაპარაკებების დროს.
ზოგჯერ, ტრამპთანაც კი, ზეწოლის წერტილები საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს. ერთი თვის წინ მან ფართომასშტაბიანი...
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს