კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank-ის რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

ეკონომიკა ბიზნესი
აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank-ის რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

ProductTank Tbilisi-ის რიგით მეოთხე ღონისძიება ხუთშაბათს, 25 თებერვალს, 20:00 საათზე გაიმართება. ProductTank-ის ეს გამოშვება კვლავ Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. პარალელურად კი, ღონისძიების ოფიციალურ Facebook გვერდზე ივენთის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება. შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან: ჰეიდი ტაპერსონი, ანანო შარაშენიძე და ხატია გაგნიძე, ხოლო მოდერატორი - ნატა კოსტენკო.

ჰეიდი ტაპერსონი არის პროდუქტის უფროსი დიზაინერი Qminder-ში, მანამდე მუშაობდა Veriff-სა და Toggl-ში. ჰეიდი გატაცებულია ციფრული პროდუქტების შექმნით და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებით ბიზნესის კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზით. მას პროდუქტის შემუშავების სფეროში 8 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. განხილვის თემა იქნება: „როგორ გავზომოთ დიზაინის გავლენა?“. ჰეიდი ისაუბრებს მეტრიკის გამოყენებაზე დიზაინის გავლენის წარმოჩენის, დიზაინის გადაწყვეტილებების მიღებისა და დიზაინსა და ბიზნესის ზრდას შორის კავშირის დასადგენად.

ანანო შარაშენიძე არის Adjarabet.com-ის პროდუქტის დიზაინერი. ანანო ბოლო 3 წლის განმავლობაში UI/UX დიზაინერად მუშაობდა. აჭარაბეთში მუშაობა 9 თვის წინ დაიწყო და პროდუქტის მენეჯმენტის გუნდის წევრი გახდა. ამჟამად იგი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ახალი მახასიათებლების შემუშავებასა და ინტუიციური ინტერფეისების შექმნაზე მუშაობს. განხილვის თემა იქნება: „დიზაინის მეტრიკა და მონაცემები“. ღონისძიებაზე ანანო ისაუბრებს, თუ როგორ იყენებს მისი გუნდი მონაცემებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

ხატია გაგნიძე არის UX/UI დიზაინერი, რომელსაც ამ ინდუსტრიაში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. მცირე პროექტების გარდა, ის მუშაობდა სოციალურ პლატფორმა Feedc-ზე. ამჟამად იგი ქმნის Mymarket-ის, საქართველოში ელექტრონული კომერციის უდიდესი პლატფორმის, მომხმარებლის გამოცდილებასა და ინტერფეისს. განხილვის თემა იქნება: „მომხმარებელთა ნაკადის ანალიზის მარტივი მეთოდი“. საუბარია მომხმარებლის ნაკადის ქმედებების რაოდენობრივი გაზომვის საინტერესო მეთოდზე, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს ვებსაიტის ან აპლიკაციის გადაკეთების, ხშირად გამოყენებადი სტრუქტურების გამარტივების, ან დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების დროს.

შეხვედრის მოდერატორია ნატა კოსტენკო, რომელიც არის სერვის-დიზაინერი Tilt the Scales-ში. ნატა გატაცებულია ინოვაციებით და ეხმარება ბიზნესს განვითარებაში. Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის 2 წელზე მეტია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა ვირტუალური ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და, შესაბამისად, საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას მოცემულ ბმულზე.

ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის, WiFisher-ისა და GIFFER-ის პარტნიორობით. LinkedIn-ის ივენთი და Facebook-ის ივენთი [პარტნიორის კონტენტი]

კომენტარები