კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

„ეკომი“ - ჰაერის დეზინფექტატორების სერია ვირუსების წინააღმდეგ

ეკონომიკა ბიზნესი
„ეკომი“ - ჰაერის დეზინფექტატორების სერია ვირუსების წინააღმდეგ

COVID-19 პანდემიისას, ვიდრე ვაქცინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება, ადამიანები ინტენსიურად ეძებენ თავდაცვის გზებს, იქნება ეს პირბადე, სოციალური დისტანცირება, თუ სხვადასხვა ნივთიერების გამოყენება საკვებად თუ სასმელად. ამ ფონზე, სადეზინფექციო საშუალებები და სანიტაიზერები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამჯერად, გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ უნიკალურ იაპონურ ტექნოლოგიაზე, რომელიც ქართულ ბაზარზე ახლახან გამოჩნდა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ თემაზე ონლაინ მაღაზია dp.ge-ს გაყიდვების მენეჯერს, ირაკლი ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

**უკეთ გაგვაცანით თქვენი პროდუქტი, რა არის და რისთვის გამოიყენება?**

**ირაკლი ჯაფარიძე:** ეს არის ჰაერის დეზინფექტატორების სერია, იაპონური კომპანია „შინკოს“ ბრენდი „ეკომი“. ეს არის მცირე ზომის მოწყობილობები, რომლებიც ფუნქციურად განსხვავდება მოხმარების ადგილის მიხედვით, თუმცა საერთოა ის, რომ ანადგურებენ ირგვლივ ჰაერში არსებულ ვირუსებსა და ბაქტერიებს, სხვადასხვა მავნე აირებსა და უსიამოვნო სუნს. ამასთან, სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

**რით განსხვავდება სხვა სადეზინფექციო საშუალებებისგან?**

უახლესი ტექნოლოგიით. ჩვენი მოწყობილობების ბირთვში არის გრანულები, რომლებიც ჰაერთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნიან ქლორის დიოქსიდს, რომელიც ყველაზე ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა. ქლორის დიოქსიდი აირია. თითქმის 200 წლის განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ შეექმნათ ქლორის მყარი ფორმის ფორმულა, რომელიც დაიშლებოდა ჰაერთან ურთიერთქმედებისას და არა წყალთან, ანუ ჰაერის დეზინფიცირებას მოახდენდა. ქლორის აქამდე არსებულ ფორმებს მხოლოდ წყალში განზავება შეეძლოთ, მისი საშუალებით ფილტრავენ სასმელ და აუზების წყალს, ის შედის თითქმის ყველა სარეცხ საშუალებაში. ასევე, ქლორის დიოქსიდი აირის სახით დიდი ხანია გამოიყენება სხვადასხვა სივრცის სადეზინფექციოდ, მათ შორის ბიოლოგიურ და ქიმიურ ლაბორატორიებში, მაგრამ ამ ფორმით მისი გამოყენება უაღრესად ტოქსიკურია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია - დეზინფექციის დროს საჭიროა ადამიანების სივრციდან გაყვანა და გარკვეული დროა საჭირო. „ეკომის“ ტექნოლოგიის უნიკალურობა და უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მისი გრანულები ჰაერთან ურთიერთქმედებისას უსაფრთხო დოზით წარმოქმნიან ქლორის დიოქსიდს, ამიტომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ჩვენთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) სტანდარტებით, ჰაერში ქლორის დიოქსიდის კონცენტრაციის ადამიანის ჯანმრთელობისთვის დასაშვები უსაფრთხო დოზის მაქსიმუმი 0.1 ppm-ია, „ეკომის“ პროდუქციაში კი ეს დოზა 0.017 ppm-ს შეადგენს.

**რამდენად ეფექტურია „ეკომის“ დეზინფექტატორები? რეალურად გვიცავს კორონავირუსისგან?**

მოკლე პასუხი ამ შეკითხვაზე არის: დიახ! მაგრამ მოკლე პასუხი საკმარისი არ არის, საჭიროა განმარტებები და დაზუსტებები: პირველ რიგში და აუცილებლად ხაზგასმით – ჩვენი პროდუქცია არ არის სამედიცინო დანიშნულების, ის მხოლოდ სადეზინფექციო საშუალებაა. ანუ, თუ გკითხავთ, გვიცავს თუ არა ვირუსებისა და ბაქტერიებისგან ხელების საპნით დაბანა, ალბათ მიპასუხებთ, რომ „დიახ“ და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც ადამიანები ხელებს ვიბანთ. ანუ, ჰიგიენა არამხოლოდ ესთეტიკას გულისხმობს, არამედ, პირველ რიგში, სანიტარიას, სანიტარია და დეზინფექცია კი პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ამავდროულად, შეიძლება თუ არა დაინფიცირდეს ადამიანი, რომელიც ხელებს რეგულარულად იბანს საპნით? აქაც პასუხი არის „დიახ“, თუკი ის ამას სწორად არ აკეთებს, ან არ იცავს უსაფრთხოების სხვა აუცილებელ წესებს. ზუსტად იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც: გვიცავს, მაგრამ საჭიროებს სხვა წესების დაცვასაც.

**სწორად მოხმარება ახსენეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი ხმარებისას?**

ის დახურულ სივრცეებში მოქმედებს, სჭირდება გარკვეული დრო, სანამ მოიცავს მიმდებარე სივრცეში არსებულ ჰაერის ყველა მოლეკულას და სათითაოდ გაანადგურებს ყველა მავნებელს. ღია სივრცეებში და იმ ადგილებში, სადაც აქტიური განიავება ხდება, ბუნებრივია, ეფექტურად ვერ იმოქმედებს. Ecom-ის პროდუქტები მარტივი მოსახმარია, საკმარისია მხოლოდ „ბლისტერ“ შეფუთვის გახსნა და ვაკუუმიდან ამოღება, რომ ის ავტომატურად გააქტიურდება და ვადის ამოწურვამდე უწყვეტად იმუშავებს. ისინი ძალიან პატარები და მსუბუქებია და აქვთ მოსახერხებელი სამაგრებიც (გულსაბნევი და ბეიჯი).

**თქვენ ზემოთ თქვით, რომ ეს მოწყობილობები ფუნქციურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რა სახის პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებელს, სად გამოიყენება ისინი და რამდენად ხელმისაწვდომია მათი ფასი?**

გვაქვს შენობის შიდა სივრცეების სადეზინფექციო პორტატიული მოწყობილობა: Ecom Room Mini, რომელიც 20 კვ.მ-მდე სივრცის დეზინფიცირებას ახდენს და მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ოთახში, რომელიც არაუმეტეს 20 კვ.მ-ია, ანუ დახურულ სივრცეში, ოფისებში, მისაღებ ოთახში, სილამაზის სალონში, მცირე მარკეტში, სპორტულ დარბაზში, რესტორნებსა და ბარებში. უმეტესად, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ის გამოიყენონ სამზარეულოებში, ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახებში, სამედიცინო მანიპულაციების ოთახებში. გვაქვს ასევე Ecom Space, რომელიც უფრო მცირე ზომის სივრცეებში მოქმედებს, დაახლოებით 2-2.5 მეტრის დიაპაზონში. მას, ყველაზე ხშირად, ლიფტებისა და სხვა მცირე ზომის ოთახებისთვის ვიყენებთ, ან შეგვიძლია რამდენიმე ცალი მივამაგროთ ნებისმიერ დახურულ სივრცეში, მაგალითად მაცივარზე სამზარეულოში (მაგნიტური სამაგრებით). ასევე, რეკომენდებულია მათთვის, ვისი სამუშაო სივრცეც მცირეა და უმეტესად ერთ მაგიდასთან მუშაობას მოიცავს, ვგულისხმობ სილამაზის სალონებში, მანიკურის სპეციალისტებს, ოქრომჭედლებს, მესაათეებს და ა.შ. გვაქვს ყველაზე პოპულარული, ავტომობილის სალონებისთვის განკუთვნილი Ecom Car, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ვირუსებისგან დაცვის გარდა, წლობით გამჯდარი სუნების გაქრობაც შეუძლია, იქნება ეს თამბაქოს სუნი, გაზის სუნი, ძრავის ფორმალდეჰიდები თუ ე.წ. „კოვრიკების“ სუნი. გვაქვს სხვადასხვა სათავსოების, კარადების, საკვები პროდუქტების შენახვისთვის Ecom Box. უნიკალური პროდუქტია Ecom Cool, რომელიც მაცივრის შიდა სტერილიზატორია და მნიშვნელოვნად აფერხებს მზა საკვების და ბოსტნეულის გაფუჭების პროცესს. აგრეთვე, ინდივიდუალური მოხმარებისთვის EA Mask და EA Bear, გულსაბნევი და ბეიჯი, რომლებიც შეგიძლიათ ტანსაცმელზე ან ხელჩანთაზე მიიმაგროთ ან გულზე ჩამოიკიდოთ. ისინი უზრუნველყოფენ დახურულ სივრცეში, თქვენს ირგვლივ, 1-1.5 მეტრის რადიუსში არსებული ვირუსებისა და მიკრობების განადგურებას. გვაქვს, ასევე, Ecom Wash, რომელიც სარეცხი მანქანებისთვისაა განკუთვნილი, ათეთრებს თეთრეულს, ადეზინფიცირებს და აქვს „კალგონის ეფექტი“, უპრიანი იქნება მისი გამოყენება სამედიცინო თეთრეულისა და სამედიცინო პერსონალის უნიფორმებისთვის. ყველა მათგანზე ინფორმაციის მოძიება და შეძენაც ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ. რაც შეეხება ფასებს, ისინი უმეტესად 30-დან 110 ლარამდეა, გარდა ჩვენი კიდევ ერთი, ყველაზე ახალი და უნიკალური პროდუქტისა, ეს გახლავთ EK-030 plus-ი. ეს არის 1 მეტრის სიმაღლის უნივერსალური დანადგარი სამმაგი ფილტრით. ის 100 კვადრატულ მეტრ სივრცეს ყოფნის და არა მხოლოდ მიკრობებსა და სუნს ებრძვის, არამედ მტვერსაც, ამას ემატება ჰაერის იონიზაცია და დატენიანება. ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში იმართება, სენსორული დისპლეის საშუალებით ან პულტით. ასევე მოჰყვება აპლიკაცია, რომელიც სურვილის შემთხვევაში მუდმივად გატყობინებთ იმ სივრცეში არსებულ მდგომარეობას დეტალურად. აქვს USB-ის შესაერთებელი და ტელეფონის სწრაფი დატენვის ფუნქციაც. არ სჭირდება კედლების გამონგრევა, მონტაჟი და ა.შ. თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სადაც გნებავთ იქ დადგათ ან ჩამოკიდოთ. მისი ფასი ამ ეტაპზე 4444 ლარია (დღგ-ს ჩათვლით) და ჯერჯერობით მხოლოდ შეკვეთით ჩამოგვაქვს.

**რამდენად აქტიურია მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე, როგორი გამოხმაურება გაქვთ მომხმარებლებისგან?**

5 თვეზე მეტია, რაც რეალიზაციას ვახორციელებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა მომხმარებლის მონიტორინგი განვახორციელოთ. მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ გაყიდული, საჩუქრადაც გადაცემული გვაქვს გარკვეული რაოდენობა, მაგალითად ინფექციური საავადმყოფოს პერსონალისთვის. რეკლამაციის არც ერთი შემთხვევა არ გვქონია! პროდუქტი „მუშაობს“ და ინფიცირებულთა რაოდენობა 0-ია. გვესმის, რომ ჩვენი მომხმარებელი სწორედ ის კატეგორიაა, ვინც განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება COVID-ის საწინააღმდეგო ზომებს და მაქსიმალურად ასრულებს მათ. სწორედ ამიტომაც შეიძინეს ჩვენი პროდუქციაც. ანუ, ცალსახად მხოლოდ ჩვენი პროდუქციის დამსახურებით არ არიან ვირუსუარყოფითები, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა და საამაყო ჩვენთვის ასეთი სტატისტიკა. [R]

კომენტარები