კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Amazon-მა AWS Graviton 3 წარადგინა: მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ARM პროცესორი

ტექნოლოგია ციფრული
Amazon-მა AWS Graviton 3 წარადგინა: მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ARM პროცესორი

Amazon AWS Graviton 3 – მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ARM პროცესორია. Graviton 3 არის 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი, რომელიც ARM-ის ახალი “Perseus” Neoverse N2 არქიტექტურაზეა აწყობილი. მისი ტაქტური სიხშირე 2.6 გიგაჰერცია, SoC რეკორდული რაოდენობის, 55 მილიარდი ტრანზისტორისგან შედგება და DDR5 მეხსიერებაზე მუშაობს. ჩიპსეტის გამტარუნარიანობა 300 გიგაბიტს აღწევს წამში. ამჯერად, დეველოპერებმა თითოეული ბირთვის გაუმჯობესებაზე გაამახვილეს ყურადღება. ახალი პროცესორი, წინამორბედთან შედარებით, საშუალოდ 25%-ით უფრო სწრაფია და ორჯერ აღემატება მას კრიპტოგრაფიული და მცურავი მძიმით ოპერაციების შესრულებაში. მანქანური დასწავლის ამოცანებში, Graviton 2-თან შედარებით, წარმადობა გასამმაგდა. გარდა ამისა, იგივე მოცულობის გამოთვლებისთვის, ახალი პროცესორები 60%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. უსაფრთხოებაც გათვალისწინებულია: AWS Graviton 3-ში ჩაშენებულია შიფრაციის სისტემა, რომელიც მეხსიერების მისამართებს დაიცავს.

Amazon Web Services – კომერციული საჯარო ღრუბელია, რომელიც სერვისების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს. მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ სერვისების დიდი ნაწილი მის სერვერულ სიმძლავრეებს იყენებს. მაგალითისთვის, AWS Graviton 2-ზე დაფუძნებულ სერვერებს იყენებს Snap Inc, რომელიც ცნობილი სოციალური ქსელის, Snapchat-ის მფლობელია. სერვისით აქტიურად სარგებლობს Netflix-იც, რომელმაც Java აპლიკაციების წარმადობა 50%-ით გაზარდა ახალი პროცესორების დახმარებით. შეიმჩნევა უფრო მეტი კომპანიის დაინტერესება და მიგრაცია ARM სერვერებზე, რადგანაც მათი გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში უფრო იაფი და მეტი შესაძლებლობების მომცემია. ახალი ინსტანსები, Amazon EC2 C7g, უფრო სწრაფი DDR5 მეხსიერებით, ეფექტურია ისეთ ამოცანებში, როგორიცაა ინტენსიური გამოთვლები, მულტიმედია კოდირება, ელექტრონული მოწყობილობების პროექტირება, სამეცნიერო მოდელირება და ავტომატიზაცია.

კომენტარები