CES 2022-ის ფარგლებში კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა Ryzen 6000 სერიის პროცესორები ნოუთბუქებისთვის. ახალი ჩიპები 6 ნანომეტრული ტექნოლოგიური პროცესითაა დამზადებული და Zen 3+ არქიტექტურაზეა დაფუძნებული. პროცესორები ინტეგრირებულია RDNA 2 არქიტექტურის გრაფიკული ბირთვებით.
წინა თაობასთან შედარებით, გამოთვლითი სიმძლავრე 1.3-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო თამაშებში ორჯერ მეტი წარმადობაა მოსალოდნელი. H სერიის პროცესორები განკუთვნილია მძლავრი სათამაშო და გრაფიკული ნოუთბუქებისთვის, ხოლო U სერიის ჩიპები გამოყენებული იქნება თხელ და მსუბუქ ლეპტოპებში.
სერიის ფლაგმანია 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 9 6980HX, რომელიც 3.3 გჰც საბაზისო სიხშირით მუშაობს და ტურბო-ბუსტის რეჟიმში 5 გჰც-მდე აჩქარდება. მასში ინტეგრირებულია 12 RDNA 2 გრაფიკული ბირთვი, 2.4 გჰც სიხშირით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი Ryzen პროცესორი, რომელსაც 5 გჰც სიხშირის მხარდაჭერა აქვს.
მოდელი | ბირთვი/ნაკადი | საბაზისო სიხშირე | ტურბო სიხშირე | კეში L2 + L3 | GPU ბირთვი (სიხშირე) | ტექპროცესი | TDP ------- | -------- | -------- | -------- | -------- | -------- | -------- | -------- Ryzen 9 6980HX | 8/16 | 3,3 გჰც | 5,0 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც) | 6 ნმ | 45+ ვტ Ryzen 9 6980HS | 8/16 | 3,3 გჰც | 5,0 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც) | 6 ნმ | 35 ვტ Ryzen 9 6900HX | 8/16 | 3,3 გჰც | 4,9 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც) | 6 ნმ | 45+ ვტ Ryzen 9 6900HS | 8/16 | 3,3 გჰც | 4,9 გჰც | 20 მბ | 12 (2,4 გჰც) | 6 ნმ | 35 ვტ Ryzen 7 6800H | 8/16 | 3,2 გჰც | 4,7 გჰც | 20 მბ | 12 (2,2 გჰც) | 6 ნმ | 45 ვტ Ryzen 7 6800HS | 8/16 | 3,2 გჰც | 4,7 გჰც | 20 მბ | 12 (2,2 გჰც) | 6 ნმ | 35 ვტ Ryzen 5 6600H | 6/12 | 3,3 გჰც | 4,5 გჰც | 19 მბ | 6 (1,9 გჰც) | 6 ნმ | 45 ვტ Ryzen 5 6600HS | 6/12 | 3,3 გჰც | 4,5 გჰც | 19 მბ | 6 (1,9 გჰც) | 6 ნმ | 35 ვტ Ryzen 7 6800U | 8/16 | 2,7 გჰც | 4,7 გჰც | 20 მბ | 12 (2,2 გჰც) | 6 ნმ | 15-28 ვტ Ryzen 5 6600U | 6/12 | 2,9 გჰც | 4,5 გჰც | 19 მბ | 6 (1,9 გჰც) | 6 ნმ | 15-28 ვტ Ryzen 7 5825U | 8/16 | 2,0 გჰც | 4,5 გჰც | 20 მბ | 8 (1,8 გჰც) | 7 ნმ | 15 ვტ Ryzen 5 5625U | 6/12 | 2,3 გჰც | 4,3 გჰც | 19 მბ | 7 (1,6 გჰც) | 7 ნმ | 15 ვტ Ryzen 3 5425U | 4/8 | 2,7 გჰც | 4,1 გჰც | 10 მბ | 6 (1,5 გჰც) | 7 ნმ | 15 ვტ
Ryzen 6000 პროცესორები ორჯერ მეტ გრაფიკულ წარმადობას გვთავაზობს Ryzen 5000 სერიასთან შედარებით. ეს შესაძლებელი გახდა Vega-დან RDNA 2-ზე გადასვლით, რომელიც ასევე გამოიყენება Radeon RX 6000 ვიდეო ბარათებში, Xbox Series X|S და PlayStation 5 კონსოლებში. RDNA 2 არქიტექტურა Ryzen 6000-ში სხივების ტრასირების ტექნოლოგიასაც მოიცავს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო U სერიის ჩიპების ტესტირებას, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ნოუთბუქებში დისკრეტული გრაფიკული ბარათის გარეშე. თამაშებში Deathloop და Call of Duty: Vanguard 1080p გარჩევადობაზე მიღწეულ იქნა 73 და 114 FPS მაჩვენებელი, შესაბამისად, AMD FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიის გამოყენებით.
დაბოლოს, Ryzen 6000-ში დამატებულია USB4-ის მხარდაჭერა 40 გბ/წმ-მდე გამტარობით, PCIe Gen 4, DDR5 4800 MT/s და LPDDR5 6400 MT/s, HDMI 2.1 მაღალი კადრების სიხშირითა და VRR-ით, Wi-Fi 6E და Bluetooth LE 5.2. ახალი ნოუთბუქები აღნიშნული პროცესორებით თებერვლიდან გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო წლის ბოლომდე 200-მდე პრემიუმ კლასის მოდელი გამოვა ბაზარზე.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს