AMD-მ წარმოადგინა ახალი დისკრეტული გრაფიკული პროცესორები Radeon RX 6000S, რომლებიც განკუთვნილია თხელი და მსუბუქი სათამაშო ნოუთბუქებისთვის, ასევე ახალი Radeon RX 6000M პროცესორები ტრადიციული სათამაშო ნოუთბუქებისთვის. Radeon RX 6000S მოიცავს სამ გრაფიკულ პროცესორს: RX 6800S, RX 6700S და RX 6600S. AMD აცხადებს, რომ მათ ბაზაზე შესაძლებელია მძლავრი სათამაშო ნოუთბუქების შექმნა, რომლებიც 20%-ით უფრო თხელი იქნება, ხოლო მათი წონა 2 კგ-ზე ნაკლები იქნება. RX 6000M სერიას დაემატა მოდელები RX 6500M და RX 6300M, რომლებიც გამოყენებული იქნება შედარებით იაფფასიან მოწყობილობებში. გარდა ამისა, AMD-მ წარმოადგინა ჩიპი RX 6850M, რომელიც 7%-ით უფრო წარმადია წინამორბედზე, ასევე RX 6650M, RX 6650M XT და RX 6650M, რომელთა წარმადობაც 20%-ით მეტია ვიდრე RX 6600M. მოსალოდნელია, რომ RX 6000M და RX 6000S-ზე დაფუძნებული ნოუთბუქები 2022 წლის პირველ კვარტალში გამოვა.
| მოდელი | გამომთვლელი ბლოკები (CU) | GDDR6 | სათამაშო სიხშირე | მეხსიერების სალტე | Infinity Cache | TGP | |---|---|---|---|---|---|---| | AMD Radeon RX 6850M XT | 40 | 12 გბ | 2463 მჰც | 192 ბიტი | 96 მბ | 165 ვტ | | AMD Radeon RX 6650M XT | 32 | 8 გბ | 2162 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 120 ვტ | | AMD Radeon RX 6650M | 28 | 8 გბ | 2222 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 120 ვტ | | AMD Radeon RX 6500M | 46 | 4 გბ | 2191 მჰც | 64 ბიტი | 16 მბ | 50 ვტ | | AMD Radeon RX 6300M | 12 | 2 გბ | 1512 მჰც | 64 ბიტი | 16 მბ | 25 ვტ | | AMD Radeon RX 6800S | 32 | 8 გბ | 1975 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 100 ვტ | | AMD Radeon RX 6700S | 28 | 8 გბ | 1890 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 80 ვტ | | AMD Radeon RX 6600S | 28 | 4 გბ | 1881 მჰც | 128 ბიტი | 32 მბ | 80 ვტ |
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს