Apple, 15 სექტემბერს, ღონისძიებას Time Flies გამართავს, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების ტრანსლაცია, უკვე ტრადიციულად, ონლაინ, Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი: https://www.apple.com/apple-events/.
როგორც წესი, სექტემბერი ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თვეა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, 15 სექტემბრის ღონისძიებაზე iPhone-ის ახალი მოდელი არ იყოს წარმოდგენილი, რაც შესაძლოა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა შეფერხებებმა განაპირობა.
ღონისძიების სახელწოდება – Time Flies, მის სავარაუდო ფოკუსზე მიანიშნებს. ამგვარად, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტად ახალ Apple Watch-ს ვიხილავთ, ვიდრე iPhone-ს. გავრცელებული ცნობებით, Time Flies-ის მთავარი აქცენტი iPad-ებსა და Apple Watch-ებზე გაკეთდება და არა iPhone-ებსა და Mac-ებზე.
თუკი გავრცელებულ მოლოდინებს დავეყრდნობით, შესაძლოა, ორი ახალი Apple Watch-ის პრეზენტაცია ვიხილოთ, ასევე ახალი iPad Air-ის გამოჩენა. თუმცა, რა თქმა უნდა, წინასწარ ზუსტად განსაზღვრა რთულია, თუ რა პროდუქტებს წარადგენს კომპანია ამ პრეზენტაციაზე. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ iPad-ები და Apple Watch-ები თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო არ არის, შესაძლოა, პრეზენტაციის ყურება მაინც ღირდეს.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს