კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Avon-ი პანდემიის მიუხედავად ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს

ეკონომიკა ბიზნესი
Avon-ი პანდემიის მიუხედავად ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს

Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა, მათ შორის, დიდი გავლენა იქონია სილამაზის ინდუსტრიაზე, რომელიც როგორც მსხვილი კომპანიების ბიზნეს ინტერესებს, ისე მომხმარებელთა საჭიროებებს მოიცავს. მთავარი გამოწვევა, სავარაუდოდ, ის იყო, რომ სახლში გამოკეტილ ან ნიღბებით სახედაფარულ ადამიანებს კოსმეტიკა ნაკლებად სჭირდებოდათ. ცხადია, ამ კრიზისთან გამკლავება მარტივი არ აღმოჩნდა - ბევრმა ორგანიზაციამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა, ან არსებული კულტურა ახალ რეალობას მოარგო. მაგალითად, სილამაზის ინდუსტრიაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დეკორატიული კოსმეტიკის ნაცვლად, თავის მოვლის საშუალებები გახდა აქტუალური.

იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ამ გამოწვევას წარმატებით უპასუხეს, არის Natura & Co და მისი შვილობილი კომპანია Avon. ორივე მათგანმა შეძლო სტაბილური შემოსავლებისა და ზრდის ტემპების შენარჩუნება, რაც მსოფლიო მასშტაბით სილამაზის ინდუსტრიის „ტოპ“ ბრენდებში მოხვედრას ნიშნავს. Brand Finance-ის მიერ ყოველწლიურად ქვეყნდება „50 ყველაზე ძვირფასი კოსმეტიკური ბრენდის“ სია, რომელშიც Avon-ი წელს დამსახურებულად მოხვდა - მიზეზი მარტივია, კომპანიამ მსოფლიოში არსებულ უდიდეს გამოწვევას წარმატებით უპასუხა.

აღსანიშნავია Global 100 List-იც, რომელიც თვეების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებსა და მრავალი ადამიანის ჩართულობას ეფუძნება და სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო რეიტინგად მიიჩნევა. ეს სია, საუკეთესო ბრენდებისა და კომპანიების ჩამონათვალთან ერთად, ინდუსტრიის წევრებისთვის, მკვლევრებისთვის, ინვესტორებისა და, რაც მთავარია, ამ სფეროში ახალი შესაძლებლობების მაძიებლებისთვის ორმხრივი სწავლის შესაძლებლობებს ქმნის. Natura & Co-მ, პანდემიური წლის განმავლობაში გატარებული წარმატებული პოლიტიკითა და 7.16 მილიარდი დოლარის შემოსავლით, Global 100 List-ში საპატიო მეორე ადგილი დაიკავა და Top 10 ბრენდს შორის მოხვდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ სიის მიხედვით, 2019-დან 2020 წლამდე მხოლოდ 18-მა კომპანიამ შეძლო მინიმუმ 100 მილიონი დოლარის ზრდის მიღწევა.

რაც შეეხება 2020 წელს კომპანიების დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შემოსავალს, პირდაპირი გაყიდვების ბიზნეს მოდელის მქონე უმსხვილეს გლობალურ კომპანიებს შორის Avon-მა 2021 წელს მე-6 პოზიცია დაიკავა. კომპანიის წარმატებულ კრიზისულ სტრატეგიაზე Avon საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნუცა სოსებაშვილმა ისაუბრა: „ყველა ვთანხმდებით, რომ არა მხოლოდ სილამაზის ინდუსტრიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის უაღრესად რთული პერიოდია. წარმატებას აღწევს ის, ვინც მოერგება არსებულ ვითარებას, მოახერხებს ადაპტაციას და ბაზარს შესთავაზებს ზუსტად იმას, რაც დღეს არის მოთხოვნადი. ვფიქრობ, სწორედ ეს შეძლო გლობალურად Avon-მა - გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც გამოწვევები შესაძლებლობებად აქცია. ჩვენ ძალიან მოკლე და კრიზისულ დროში მოგვიწია ბიზნეს პროცესების გადახედვა და მეტი მოქნილობის მიღწევა, რათა ყველაფერი, რაც წინსვლას აფერხებდა, აღმოგვეფხვრა. დავიხვეწეთ, ბევრი რამ გადავაფასეთ და საკუთარი თავი და შესაძლებლობები სხვა კუთხით დავინახეთ.

მაგალითად, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, ერთ-ერთი პირველი კორპორაცია ვიყავით, რომელმაც თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა და პროცესები ამას მოარგო; დავხვეწეთ და გავამარტივეთ ვებგვერდი, რათა ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რადგან „ონლაინ“ შოპინგზე მოთხოვნა გაიზარდა; ასევე, შევამარტივეთ და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით შევცვალეთ შეკვეთების მიწოდების პროცესიც, რამაც სანდოობის კიდევ უფრო გაზრდაში დაგვეხმარა; შევცვალეთ პროდუქციის ასორტიმენტიც, რადგან დეკორატიული კოსმეტიკის ნაცვლად, მაგალითად, თავის მოვლის პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას - პანდემიურმა წელმა გვაჩვენა, რომ ყველა ინდუსტრიას თავისი გამოწვევა აქვს და პროგრესს მხოლოდ ის აღწევს, ვინც ახალ რეალობას ახლებური ხედვით ეგუება“, - განაცხადა ნუცა სოსებაშვილმა.

კომენტარები