კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Universal Transit-ის სამუშაო გარემო საქართველოში

ეკონომიკა ბიზნესი
Universal Transit-ის სამუშაო გარემო საქართველოში

ქართულ ბაზარზე ლოჯისტიკური პროფილის ამერიკული კომპანია Universal Transit გამოჩნდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სატვირთო გადაზიდვები და მათი სრული მონიტორინგია. ეტაპობრივად, კომპანია გლობალურ ბაზარზე ექსპანსიას გეგმავს და მიიჩნევს, რომ ლოჯისტიკის სფერო ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განვითარებადი და პერსპექტიულია. Universal Transit-ს ამბიციური გეგმები აქვს და უახლოეს სამ წელიწადში გადაზიდვების მასშტაბის გაფართოებას საჰაერო და საზღვაო მიმართულებით, გიგანტურ კორპორაციებთან თანამშრომლობით აპირებს.

Universal Transit-მა, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოწინავე პოზიციები უკავია, ცოტა ხნის წინ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა. კომპანიის ადამიანური რესურსების ნახევარზე მეტს ქართველი სპეციალისტები შეადგენენ. ისინი საერთაშორისო გუნდის წევრებთან ერთად, დისტანციურ რეჟიმში, სინქრონულად მუშაობენ. კომპანიის შეფასებით, საქართველოს შრომითი ბაზარი ვითარდება და სწორედ ამ კონტექსტში ხედავს საკუთარ როლს. თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, Universal Transit-მა ტრენინგ ცენტრი დააარსა, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

Universal Transit-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლის მთავარი მოტივაცია კომპანიის დამფუძნებლების ქართულ ფესვებს უკავშირდება. მათი მიზანია, ხელი შეუწყონ პროფესიონალების ზრდას ქართულ შრომით ბაზარზე, დანერგონ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და წაახალისონ ბიზნეს სექტორის განვითარება. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, Universal Transit-ში შესაძლებელია შეხვდეთ ისეთ თანამშრომლებსაც, რომლებისთვისაც არსებული პოზიცია პირველი სამუშაო ადგილია. ერთ-ერთი მათგანია 18 წლის თორნიკე ბობოხიძე, რომელიც გუნდს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა და მოტივაციის წყალობით, სწრაფი განვითარების გზას გადის. მან კომპანიაში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა.

– თორნიკე, როგორ მოხვდით Universal Transit-ში და რა სამუშაო გარემო დაგხვდათ?

– 2021 წელს უნივერსიტეტში ჩავირიცხე, რის გამოც მშობლიური ქუთაისიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვედი. ეს ჩემს ცხოვრებაში ახალი, გარდამტეხი ეტაპი იყო – უნივერსიტეტში სწავლა, სტუდენტური ცხოვრება. მივხვდი, რომ დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, აუცილებელი იყო საკუთარი ფინანსური რესურსის ქონა. სამუშაოს ძიების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დავინახე, რომ ზოგჯერ ანაზღაურება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც სამუშაო ატმოსფერო. Universal Transit-ში ვაკანტური პოზიციის შესახებ შემთხვევით, დასაქმების ვებგვერდიდან შევიტყვე. ვაკანსიის აღწერა ზუსტად შეესაბამებოდა ჩემს შესაძლებლობებსა და მოლოდინებს. გავაგზავნე რეზიუმე და გამოუცდელი კადრების მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, კომპანიისგან სწრაფ გამოხმაურებას არ ველოდი. თუმცა, ზარმა არ დააყოვნა. თავდაპირველად, ჩემი პიროვნული უნარების შესაფასებელი ტესტირება გავიარე, რაც, სიმართლე გითხრათ, ქართული რეალობისთვის უჩვეულო მომეჩვენა. გასაუბრების ეტაპიც ძალიან უშუალო და მეგობრულ გარემოში წარიმართა. უფრო მეტი ყურადღება ჩემს მოტივაციასა და საქმისადმი დამოკიდებულებას დაეთმო. ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა, მაღალი მოტივაციის გარდა, ინგლისური ენის ცოდნა იყო. მუშაობის დაწყების შემდეგ, მივხვდი, თუ რატომ ექცეოდა ამხელა მნიშვნელობა ჩემს პიროვნულ მახასიათებლებს: ეს არის კომპანია, სადაც ყველას გვაქვს შესაძლებლობა გავიზარდოთ, გავხდეთ პროფესიონალები, გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იყოს წახალისებული და დაფასებული.

– რა შედის თქვენს ფუნქციებში?

– ამ ეტაპზე დისპეტჩერის პოზიციაზე ვმუშაობ. ჩემი მოვალეობაა კომპანიის საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის სამუშაო პროცესის სრული დაგეგმვა და მართვა. ეს მოიცავს ამერიკის ტერიტორიაზე ტვირთების მოძიებას სპეციალური Load board-ებიდან; ტვირთთან დაკავშირებულ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოებას; შეკვეთების მიღებას (Load board-ებიდან, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით); საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; ტვირთის გადაადგილების კონტროლსა და გადაზიდვის პროცესის ორგანიზებას. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და ჩამთრევია. ყოველი დღე ახალი გამოწვევაა და რუტინისთვის ადგილი არ რჩება. ვფიქრობ, ამ საქმიანობაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, მთავარია არ დანებდე და საქმე ხვალისთვის არ გადადო, მუდმივად იზრუნო შედეგების გაუმჯობესებაზე და ყოველ ჯერზე უკეთესად შეასრულო შენი მოვალეობა.

– რით არის თქვენთვის საინტერესო ამ კომპანიაში მუშაობა?

– Universal Transit-ში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გუნდის თითოეული წევრი მუდმივად ცდილობს განვითარებას, როგორც თანამშრომლები, ასევე დამფუძნებლებიც. კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ სირთულეების გადალახვაში. შეცდომების დაშვება აქ არ ისჯება, მთავარია, ეს საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით არ იყოს გამოწვეული. ჩემთვის ძალიან მიმზიდველია შიდა დაწინაურების გამართული სისტემა, რომელიც სუბიექტივიზმს გამორიცხავს. თუკი პროფესიონალურად შეასრულებ შენს მოვალეობას, დაანახებ შენი მუშაობის შედეგებს, შენი შრომა აუცილებლად დაფასდება. ჩემს გარშემო შიდა დაწინაურების არაერთი მაგალითია. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სხვების მსგავსად, მეც მაქვს თანაბარი შანსი კარიერული წინსვლისა და ზრდისთვის. ამ კომპანიაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება.

– როგორ ზრუნავს კომპანია თქვენს და სხვა თანამშრომლების განვითარებაზე?

– კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანური რესურსია და ეს ყველაფერში იგრძნობა. ჩვენთან ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრიც კი, რაც ნათლად მეტყველებს კომპანიის ზრუნვაზე თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. ყოველთვიურად ტარდება ე.წ. „ჰეფი აუერი“. კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას დახმარების გაწევისთვის გამოწვევებისა და სირთულეების დროს. თუკი თვლით, რომ თქვენი პროფესიული უნარების გაუმჯობესება და განვითარება გსურთ, კომპანია სიხარულით თანხმდება შესაბამისი კურსების დაფინანსებაზე და ამის მაგალითებიც ბევრია. მთავარია, არ შეგეშინდეთ გამოწვევების და მუდმივად იზრუნოთ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად ჩამოყალიბებაზე. ამ პროცესში კომპანია ყოველთვის თქვენს გვერდით არის.

– როგორ განვითარდით კომპანიაში მუშაობის დაწყების შემდეგ და რა შედეგებს მიაღწიეთ?

– Universal Transit-ში მუშაობის დაწყების შემდეგ, გავხდი უფრო თავდაჯერებული და განვითარებაზე ორიენტირებული. დავინახე ჩემი შესაძლებლობები. თავდაპირველად, როდესაც მუშაობა დავიწყე, გარკვეული შიშის გრძნობა მქონდა, რადგან არ ვიცნობდი სფეროს და არ მქონდა სამუშაო გამოცდილება. თუმცა, მაქსიმალური ჩართულობითა და მონდომებით, ამ დროისთვის, ბევრს მივაღწიე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუშაობის დაწყებიდან მეორე კვირაში მოვიპოვე ე.წ. „კვირის საუკეთესო თანამშრომლის“ ტიტული, რაც საკმაოდ პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ვფიქრობ, მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ არის. ამის შესაძლებლობაც მაქვს და კომპანიაში არსებული გარემოც მაძლევს იმედს, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევ, წინ წავალ კარიერულად და პიროვნულადაც გავიზრდები.

კომენტარები