ბიზნეს სამყარო ინოვაციების ტალღის წინაშე დგას, სადაც სწრაფად იცვლება მომხმარებელთა პრეფერენციები, დაჩქარებულია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და მუდმივად იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა. ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, Mastercard, აფართოებს საკუთარ, გადახდებზე ორიენტირებულ საკონსულტაციო მომსახურებას ახალი პრაქტიკის დამატებით, რათა დაეხმაროს ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში. Mastercard-ის ახალი მიმართულებები მოიცავს ღია ბანკინგსა და მონაცემთა გამჭვირვალობას, კრიპტოვალუტებსა და ციფრულ ვალუტებს, ასევე გარემოსდაცვით, სოციალურ და კორპორაციულ მმართველობას (ESG).
უკვე ორ ათწლეულზე მეტია, საკონსულტაციო მომსახურება Mastercard-ის კლიენტებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია, იქნება ეს მრავალფეროვანი საგადახდო სტრატეგიების შემუშავება თუ მონაცემთა მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. დღეს, Mastercard-ის Data & Services განყოფილება აერთიანებს 2000-ზე მეტ მონაცემთა მეცნიერს, ინჟინერსა და კონსულტანტს, რომლებიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურებიან კლიენტებს. როგორც ზრდის სტრატეგიის ნაწილი, Data & Services აქტიურად აფართოებს გუნდს და გეგმავს 500-ზე მეტი პროფესიონალის დამატებას, მათ შორის როგორც გამოცდილი, ასევე ახალბედა სპეციალისტების.
„გადახდები მხოლოდ დასაწყისია“, – აცხადებს რაჯ სეშადრი, Data & Services-ის პრეზიდენტი. „ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ ვთანამშრომლობდით კლიენტებთან საბანკო, ფინტექ, საცალო ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სექტორებში, რათა დავხმარებოდით მათ წარმოქმნილი გამოწვევებისა და შესაძლებლობების გააზრებასა და ანალიზში. კონსულტაციის ეს ევოლუცია ასახავს სამყაროსა და ბიზნესის ცვალებადობას და პირველ რიგში, ემსახურება ჩვენს მთავარ მიზანს – დავეხმაროთ კლიენტებს დღევანდელი სირთულეების გადალახვაში და მომავლის განსაზღვრაში“.
განახლებული გუნდით, Mastercard გააგრძელებს ინტეგრირებული მიდგომის გამოყენებას, რომელიც დაფუძნებულია მსოფლიოში წამყვან სერვისებზე, ინსტრუმენტებსა და აქტივებზე, როგორებიცაა Ciphertrace, Finicity და Aiia, Cyber Quant და Priceless Planet Coalition. ეს მიდგომა მთელი ბიზნეს სექტორის მასშტაბით კლიენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ უფრო გონივრული გადაწყვეტილებები და მიაღწიონ უკეთეს შედეგებს.
**სამომხმარებლო და ბიზნეს ანგარიშების მართვა ღია ბანკინგის საშუალებით**
ღია ბანკინგი ბიზნესებსა და მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსური მონაცემების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას და აადვილებს საჭირო სერვისებზე წვდომას. ბიზნესების დასახმარებლად, რათა მათ მაქსიმალურად გამოიყენონ ღია საბანკო შესაძლებლობები, Mastercard-ის კონსულტანტები, მონაცემთა პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით, იყენებენ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებს, საკონსულტაციო და პროდუქტის განვითარების სხვადასხვა სერვისებს.
მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ საბანკო ჯგუფთან თანამშრომლობით, Mastercard-მა შეიმუშავა მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების მიწოდების გეგმა. კომპანიის გუნდის დახმარებით, დადგინდა მომხმარებელთა პრიორიტეტები და შეიქმნა მრავალსაბანკო აპლიკაციის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის ანგარიშების ერთ სივრცეში მართვის საშუალებას აძლევს. ეს აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის.
**ბანკების დახმარება ციფრული ვალუტების ათვისებაში**
Mastercard-ის საკონსულტაციო პრაქტიკა ბანკებთან და სავაჭრო ობიექტებთან მოიცავს ციფრული ვალუტის შესაძლებლობების ფართო სპექტრს, დაწყებული საწყისი ეტაპის განათლებიდან, რისკების შეფასებითა და ბანკის კრიპტო ან NFT სტრატეგიის შემუშავებით, დამთავრებული კრიპტო ბარათებისა თუ კრიპტო ლოიალობის პროგრამების შექმნით.
Mastercard თანამშრომლობს ციფრულ ფირმებთან, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის საუკეთესო გადაწყვეტილებებს სთავაზობენ და ეხმარება ფინტექ კომპანიებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ბაზარზე გასვლის დაგეგმვისა და კომერციალიზაციის სტრატეგიების შემუშავებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცენტრალური ბანკების მხარდაჭერას ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის შესწავლაში და Mastercard-ის ტესტირების პლატფორმის გამოყენებით მათ სერვისებში დანერგვაში. ეს საშუალებას აძლევს ცენტრალურ ბანკებს, დანერგვამდე შეაფასონ სხვადასხვა სცენარი და გამოიყენონ ექსპერტული დასკვნები გადახდის სისტემების, პოლიტიკის, რეგულირებისა და მმართველობის საკითხებში.
**მიზნების პრაქტიკაში გამოყენება**
დღეს, პროდუქტებისა თუ ბრენდის არჩევისას, მომხმარებლები უფრო ხშირად იღებენ სოციალურად და ეკოლოგიურად გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ოდესმე. Mastercard-ის კონსულტანტები ეხმარებიან კლიენტებს უკეთ გააცნობიერონ, თუ რას ნიშნავს ეს მათი ბიზნესისთვის და როგორ გარდაქმნან ეს შეხედულებები ქმედითუნარიან სტრატეგიებად.
მაგალითად, Mastercard და ლათინური ამერიკის წამყვანი ბანკი გაერთიანდნენ, რათა ბარათის მფლობელებთან ერთად ებრძოლათ კლიმატის ცვლილებას. Mastercard-ის მიერ შემუშავებულმა მიდგომამ მომხმარებლებს საშუალება მისცა, ბარათების გამოყენებით, Priceless Planet Coalition-ის ფარგლებში, პოზიტიური გავლენა მოეხდინათ პლანეტაზე ტყეების აღდგენის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.mastercardservices.com
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს