„ბაზისბანკი“, შექმნილი ვითარებიდან და მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ინტერნეტ და სმს ბანკინგის მომსახურებას 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ სთავაზობს. ბანკის ელექტრონული სერვისების გამოყენებით, თქვენ შეძლებთ საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ფილიალებში ვიზიტის გარეშე, 24/7 რეჟიმში.
„ბაზისბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ:
* უფასოდ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები; * შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი საკომისიოს გარეშე; * განახორციელოთ თანხის გადარიცხვა ნებისმიერი მიმართულებით; * გახსნათ ანაბარი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით; * აიღოთ სესხი დისტანციურად; * ისარგებლოთ პირადი დილერის მომსახურებით და განახორციელოთ ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით; * გაიაქტიუროთ სმს ბანკი და ავტომატური გადახდების სერვისი.
„თუ ჯერ არ სარგებლობთ „ბაზისბანკის“ ინტერნეტ ან სმს ბანკინგით, ან გსურთ პაროლის აღდგენა, სერვისის ჩართვა/პაროლის აღდგენა უკვე შესაძლებელია „ბაზისბანკის“ ახალი ციფრული სერვისის – ვიდეობანკის საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ „ბაზისბანკის“ სერვისცენტრებს.
ჩვენ ვიცავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ვითვალისწინებთ მომხმარებელთა და თანამშრომელთა ინტერესებს და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ვაგრძელებთ შეუფერხებლად მუშაობას. „ბაზისბანკი“ და მისი გუნდი აქტიურად აგრძელებს ციფრული არხების უწყვეტ განვითარებას და ზრუნავს მომხმარებლებისთვის დამატებითი საჭირო სერვისების შეთავაზებაზე.
ყველაფერი კარგად იქნება!
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს