კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ინოვაციური საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან: ვიდეო იდენტიფიკაცია, როგორც ფილიალის ალტერნატივა

ეკონომიკა ბანკები
ინოვაციური საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან: ვიდეო იდენტიფიკაცია, როგორც ფილიალის ალტერნატივა

დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს. მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცედენტო პროექტი წარუდგინა.

საბანკო სერვისებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურებები, რომელთა მისაღებად ფილიალში ვიზიტი იყო საჭირო, პროკრედიტ ბანკში უკვე დისტანციურად სრულდება. ონლაინ რეჟიმში, ბანკში მიუსვლელად არის შესაძლებელი ანგარიშის გახსნა და ამ პროცესს სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, დისტანცია დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებისთვის. აქტიური პასპორტისა ან ID ბარათით, მათ შეუძლიათ ონლაინ გახსნან ანგარიში და დაირეგისტრირონ სასურველი პროდუქტები. ამ უნიკალურ შესაძლებლობას არსებულ და ახალ კლიენტებს ბანკი ვიდეო იდენტიფიკაციის სერვისით სთავაზობს.

ვიდეო იდენტიფიკაცია ბანკის ონლაინ ფილიალთან ვიდეო კავშირით იდენტიფიკაციის პროცესის გავლას და საჭირო საბანკო მომსახურების მიღებას გულისხმობს. ვიდეო ზარის წამოსაწყებად რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო:

1. გადმოტვირთეთ აპლიკაცია myDIRECT (Android ან IOS) 2. შეავსეთ განაცხადი 3. შეარჩიეთ მყუდრო ადგილი სახლში და კომფორტულად განთავსდით 4. თან იქონიეთ პირადობის მოწმობა/პასპორტი და მობილური ტელეფონი.

პროცესის შეუფერხებლად გასავლელად, დარწმუნდით, რომ გაქვთ ინტერნეტ კავშირი.

დღეს ონლაინ კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! იყავი დაირექთი, ისარგებლე დისტანციური საბანკო მოდელით!

კომენტარები