კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, საქართველოში, დამსაქმებლები?

ეკონომიკა ბიზნესი
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ, საქართველოში, დამსაქმებლები?

„ მარკეტერზე “ პოდკასტების სერია გრძელდება. მე-12 ეპიზოდში ვსაუბრობთ, საქართველოში, დამსაქმებლებისთვის 2020 წლის მთავარ გამოწვევებზე. გადაცემის სტუმრები არიან: ტრენერი, ქოუჩი და ბიზნესკონსულტანტი ანი სიჭინავა და საკონსულტაციო კომპანია „ ინსორსის ” მენეჯერი მედეა ტაბატაძე. მედეა ტაბატაძე: 2020 წლის ძირითადი გამოწვევა, ალბათ, არის ის, რომ დამსაქმებლებს აქვთ ტალანტების მოძიებისა და შენარჩუნების სერიოზული პრობლემა – ის ცოდნა, ნიჭი ან უნარები რაც დღევანდელ ბიზნესსამყაროს სჭირდება, დეფიციტურია. შენარჩუნებაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ შენარჩუნებას, აქ საუბარია მათ [ტალანტების] ჩართულობაზე, ინტერესზე, რომ შეთანხმებული სამუშაოები დასრულდეს მაღალი შედეგით, დასაქმებულემბა გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, იყვნენ პროაქტიურები , ინიციატივიანები . ობიექტური მიზეზებით შენარჩუნებას ხელს უშლის კონკურენცია, რომელიც ყველა სექტორში მაღალია. სუბიექტური ფაქტორებით კი ეს არის მენეჯმენტის კულტურები, რომლებიც სხვადასხვა შინაარსისაა და სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. ამასთან, ძალიან აქტიურად ხდება კომპანი(ებ)იდან გადინება. დაახლოებით, 2 წელიწადში ნებისმიერ დამსაქმებელს უდგება რისკი, რომ მისი თანამშრომელი სხვაგან წავა. ანი სიჭინავა: მედეას აზრს გავაგრძელებ, ხშირად, ალბათ, იმ ადამიანების შესანარჩუნებლად, რომლებსაც ტალანტებს ვეძახით, ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციის კულტურა და ფასეულობები. თუ [კომპანია] ვერ მოახერხებს სწორი ხედვისა და მიმართულების არჩევას, თვითონ თუ არ ეცოდინება, რა უნდა, [დასაქმებულებსაც] არ ექნებათ განცდა, რომ წვლილი შეაქვთ რაღაცის მშენებლობაში. ეს, ალბათ, ყველაზე მეტად, მილენიალებისა და Z თაობისთვისაა მნიშვნელოვანი. საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ, ანუ რასაც ახლა ვაკეთებთ კომპანია „ ალდაგში “ – პირველი რითიც დავიწყეთ, იყო აღიარება, რომ გვჭირდება ცვლილებები, უკეთესობისა და გაუმჯობესებისთვის. ეს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაა და ცვლილება ტოპ მენეჯმენტიდან დაიწყო, რადგან [ორგანიზაციაში] გამწევი ძალა ის არის, ვინც სათავეშია. მათ დაიწყეს ფიქრი: ვინ ვართ, სად ვხედავთ ჩვენს თავს რამდენიმე წლის შემდეგ, რა ფასეულობებით მივიდეთ იქამდე? სპეციალისტების მოწვევით, ფასილიტაციით , გუნდური ქოუჩინგით , ტოპ მენეჯმენტმა, დაიწყო ამაზე მუშაობა. პროცესი არ დასრულებულა, ახლაც გრძელდება, ნელ-ნელა ქვეით ჩავდივართ და საინტერესოა, რომ ცვლილებები, კომპანიის თანამშრომლებს უკვე დაეტყოთ. გადაცემაში ასევე მოისმენთ, ანი სიჭინავასა და მედეა ტაბატაძის მოსაზრებებს, როგორ შევქმნათ სამსახურში ბედნიერი გარემო, სადაც ადამიანები სრულად დაიხარჯებიან და შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. პოდკასტის კიდევ ერთი თემაა 4 დღიანი სამუშაო კვირა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. „ მარკეტერის “ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე podcast.ge .

კომენტარები