კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

CES 2022: AMD Ryzen 7000 Zen 4 - ახალი თაობის პროცესორები უკვე წელს გამოვა

ტექნოლოგია ციფრული
CES 2022: AMD Ryzen 7000 Zen 4 - ახალი თაობის პროცესორები უკვე წელს გამოვა

CES 2022 გამოფენაზე AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Ryzen 7000 სერიის ახალი თაობის პროცესორები წარადგინა, რომლებიც ბაზარზე 2022 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. აღინიშნა, რომ პროცესორები 5 ნანომეტრული ტექნოლოგიით, TSMC-ის ქარხნებში დამზადდება და მნიშვნელოვნად გაზრდის წარმადობას. Ryzen 7000 AM5 სოკეტზე იმუშავებს LGA კონსტრუქციით, რაც გულისხმობს, რომ კონტაქტები უშუალოდ სოკეტში იქნება განთავსებული. დღემდე, კომპანიის პროცესორები PGA კონსტრუქციაზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად ამ ცვლილებისა, არსებული AM4 ქულერები კონსტრუქციულად თავსებადი იქნება ახალ AM5 სტანდარტთან. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა Ryzen 7 5800 X3D, რომელიც პირველი სათამაშო პროცესორია 3D V-Cache ტექნოლოგიით. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კეშის 3D მონტაჟის ტექნოლოგიამ საგრძნობლად გაზარდა წარმადობა წინა თაობის პროცესორებთან შედარებით. Ryzen 7 5800X3D არის 8 ბირთვიანი, 16 ნაკადიანი პროცესორი 3.4 გიგაჰერცი სიხშირით და ტურბო-ბუსტით 4,5 გიგაჰერცამდე. მისი TDP 105 ვატს შეადგენს. პროცესორი თავსებადია 400 და 500 სერიის ჩიპსეტებთან AM4 სოკეტზე. სიახლე გაზაფხულზე გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა პროცესორის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები