ჯერ კიდევ მარტში, სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა მიკროჩიპების ფასების 20%-მდე გაზრდაზე განაცხადა, და ახლა Intel-იც მის კვალს მიჰყვება. Nikkei-ს ახალი ანგარიშის თანახმად, ამერიკულმა ნახევარგამტარების მწარმოებელმა მომხმარებლების ინფორმირება დაიწყო, რომ მისი ჩიპების ფასი მალე 10%-დან 20%-მდე გაიზრდება.
კომპანია ფასების ზრდას ძირითადად წარმოების გაზრდილ ხარჯებს უკავშირებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდა ყველა პროდუქტს არ შეეხება, ის მთლიანობაში პროდუქციის ფასებზე მაინც იქონიებს გავლენას.
Intel-ისა და Samsung-ის გარდა, ტაივანურმა მიკროჩიპების გიგანტმა TSMC-მაც მანამდე გამოაცხადა ფასების ზრდა, თუმცა უფრო მცირე პროცენტით. TSMC ძირითადად AMD-სთვის პროცესორებს აწარმოებს, და ინდუსტრიაში AMD, Intel და Samsung კომპანიების დომინირების გათვალისწინებით, მომხმარებლებს, რომლებსაც პროცესორების შეძენა ძველ ფასად სურთ, მცირე შესაძლებლობა ექნებათ.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს