კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

„ჩვენ გვაქვს განსხვავებული გარემო, სადაც ადამიანებს უხარიათ მოსვლა“ – „ოქტოპუს კლუბი“

ეკონომიკა ბიზნესი
„ჩვენ გვაქვს განსხვავებული გარემო, სადაც ადამიანებს უხარიათ მოსვლა“ – „ოქტოპუს კლუბი“

ვაკეში „ოქტოპუს კლუბის“ ახალი ფიტნეს ცენტრი გაიხსნა. ფიტნეს ცენტრის ახალი ფილიალი ნინო რამიშვილის 20-ში მდებარეობს. მულტიფუნქციური ცენტრი აერთიანებს როგორც სატრენაჟორო დარბაზს, ისე იოგას, პილატესის, აერობიკის, ზუმბასა და სხვა კლასებს. ვარჯიში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. ახალი დარბაზი 1200 სტუმარზეა გათვალისწინებული და საკუთარი ავტოსადგომიც აქვს.

„ოქტოპუს კლუბის“ პირველი ფიტნეს ცენტრი თბილისში 2016 წელს გამოჩნდა. დამფუძნებლებს სურდათ, რომ კლუბი ყოფილიყო არა მხოლოდ სავარჯიშო სივრცე, არამედ სოციალიზაციის ადგილი, სადაც ადამიანებს შეეძლებოდათ ვარჯიში და პარალელურად, მეგობრების და გამოცდილების შეძენა. „ოქტოპუს კლუბის“ სლოგანია OK – be ok, Top – be on top, Us – be one of us. ამ კონცეფციის ირგვლივ პირველად დარეგისტრირებული და გაერთიანებული ადამიანების უმრავლესობა ისევ ჩვენი კლუბის წევრები არიან და აქვე დავძენ – მადლობა მათ ასეთი ერთგულებისთვის. ჩვენთვის ეს არის ორიენტირი – თუ ამდენი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს, ე.ი. სწორი მიმართულებით მივდივართ“ – ამბობს „ოქტოპუს კლუბის“ დირექტორი მირანდა ბაქრაძე.

M: რა გამოარჩევს „ოქტოპუს კლუბს“ ქართულ ფიტნეს ბაზარზე?

„ოქტოპუს კლუბი“ სხვა კლუბებისგან გამოირჩევა, პირველ რიგში, მომხმარებლისადმი განსაკუთრებული მიდგომითა და უშუალობით. ვართ მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული, შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ ყველა მომხმარებლის სურვილს თუ შენიშვნას და ვცდილობთ შევქმნათ ისეთი მეგობრული და კომფორტული გარემო, სადაც ადამიანებს უხარიათ მოსვლა. „ოქტოპუს კლუბს“ ქართულ ფიტნეს ბაზარზე გამოარჩევს მისი კონცეფცია, განსაკუთრებული მიდგომა დეტალების მიმართ და სხვებისგან გამორჩეული აზროვნება და გემოვნება. სწორედ ეს კომპონენტები წარმოადგენენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სამიზნე სეგმენტი საკმაოდ ფართოა. ასაკობრივი სეგმენტი არის 15-დან 60-ის ზემოთ მომხმარებელი, ხოლო ძირითადი რეალური მომხმარებელი 15-დან 45 წლის ჩათვლით გვერიცხება. ჩვენ მხოლოდ ულიმიტო აბონემენტები გვაქვს, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ფასში შედის ტრენაჟორებით სარგებლობა, ყველა ჯგუფური ვარჯიში და აგრეთვე, ტრენერი, რომელიც სავარჯიშო და კვების პროგრამას გიდგენთ. ასევე, გვაქვს პირსახოცების სერვისი – მომხმარებელს არ უწევს თან მათი ტარება, მობილურების დასამუხტი ზონა და ა.შ. ჯგუფური ვარჯიშების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია – სტეპ-აერობიკა, ზუმბა, სპინინგი, იოგა, პილატესი, ჩაჯდომები და პრესები, გაწელვები, ბოქსი, ჰიპ-ჰოპი და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აბონემენტის საფასური ნამდვილად არ არის მაღალი. ჩვენი მომხმარებელი საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანია, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობა, ვიზუალური მხარე და კარგად აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური დატვირთვა ამ ყველაფერში.

M: „ოქტოპუს კლუბის“ ახალი დარბაზის კონცეფციაზე გვესაუბრეთ… რა სიახლე შემოიტანეთ, რაც გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას?

ახალი ფილიალის გახსნის აუცილებლობა განაპირობა არსებულ ფილიალში მომხმარებლის მუდმივად მაქსიმალურმა რაოდენობამ. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით შესაფერის ფართს და ბოლოს, ვნახეთ ვაკეში, კორტების ტერიტორიაზე – ნინო რამიშვილის 20 ნომერში. გვაქვს საკუთარი პარკინგის ტერიტორია, ორივე ფილიალი ღიაა 24 საათის განმავლობაში. კონცეფცია, რა თქმა უნდა, იგივეა. ძალიან დიდი ყურადღება მივაქციეთ კლუბის ინტერიერის დიზაინს. „ოქტოპუსის“ ორივე ფილიალში ინტერიერზე არის დეტალურად ნაფიქრი, მაღალ დონეზე შესრულებული – ეს არის Urban style დიზაინი, რომელზეც იზრუნეს არაჩვეულებრივმა დიზაინერებმა ნინო ყამბარაშვილმა და ხათუნა მიქაბერიძემ. ვაკის ფილიალი აღჭურვილია Technogym-ის უმაღლესი ხარისხის ტრენაჟორებით, რაც გამოიხატებს კომფორტში და უსაფრთხოებაში მოხმარებისას. სიახლეს რაც შეეხება – გვაქვს ფუნქციონალური ვარჯიშების ზონა OMNIA, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ მთელი სხეული სწრაფად მოიყვანო ტონუსში და წონის კლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიშების ერთობლიობაა, რომლის შესრულებაც სახალისოა და ძირითადად ჯგუფური ვარჯიშის სახე აქვს. უნდა ავღნიშნო პროფესიონალი ტრენერები, რომლებიც თავდადებით და ერთგულებით ეკიდებიან თავის საქმეს, და თითოეული მომხმარებლის საჭირობებებს მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ვფიქრობ თვითონ კლუბის კონცეფცია გამოგვარჩევს დანარჩენი კონკურენტებისგან. „ოქტოპუსი“ ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა თანასწორუფლებიანი და თანაბარია, ერთმანეთის მეგობარია, უზიარებს ერთმანეთს გამოცდილებას და საერთო მიზნისკენ ერთად მიისწრაფვის – to be on top. [R]

კომენტარები